გასული წლის დეკემბერში სამსახურის მისაღებად 34წლის პაციენტმა ბ.ბ.-იმ
ართვინის სახელმწიფო საავადმყოფოს მიმართა, სადაც ექო-კარდიოგრაფიის გადაღების შემდეგ გულში კისტა დაუდგინდა.პაციენტი,სასწრაფოდ გადაიყვანეს ჩვენს საავადმყოფოს გულ-სისხლძარღვთა ქირურგიულ განყოფილებაში.გამოკვლევების თანახმად კისტა რომელიც გულში ჰქონდა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები პარაზიტის სახელწოდებით „ექინოკოკის“ გამო განუვითარდა.კისტა,რომელიც გულის ღრუს მთლიანად ავსებდა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ღია გულის ქირურგიის მეთოდით მისი ამოღება გადაწყვიტეს.
წარმატებული ოპერაციის შედეგად პაციენტი, რომელსაც გულიდან კისტა ამოუღეს, ოპერაციიდან 4 დღის შემდეგ სახლში გაწერეს. გამოკვლელებში კარგად ჩანს რომ მის მისი პრობლემები გულთან დაკავშირებით სრულიად მოგვარებულია.
Dr. Ahmet Coşkun ÖZDEMİR-მა ოპერაციის შემდგომ განაცხადა რომ კისტა ზოგიერთი პარაზიტის საშუალებით რომელიც ცხოველებიდან ადამიანზე გადადის იშვიათი არაა.თუმცა, ეს კისტები ჩვეულებრივ ღვიძლში და ფილტვებში არის განლაგებული, ამათგან პაციენტების 1%-ში გულში ვლინდება.
ასევე პროფ. Dr. Ahmet Coşkun ÖZDEMİR-მა განცხადა რომ კისტა პაციენტში გულის მარჯვენა პარკუჭში მდებარეობდა და ამიტომაცაა ეს შემთხვევა მსოფლიოში ძალიან იშვიათი.
პაციენტი გულში სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებით ცხოვრობდა, თუმცა ამის შესახებ დღემდე არაფერი იცოდა.პაციენტი ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა რადგან კისტა დღემდე რომ არ გაუსკდა. მისი ჯანმრთელობა ოპერაციით აღვადგინეთ. ასევე გირჩევთ რომ ვინც მეცხოველეობას ეწევით , ჰიდატიდური კისტის მხრივ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.