ტრაპიზონის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარაბი საავადმყოფოს სამედიცინო ტურმიზმის სააგენტოს გუნდმა მონაწილეობა მიიღო 2023 წლის EXPO MED BATUMI-ში, სამედიცინო ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და სამედიცინო ტურიზმის მე-4 საერთაშორისო გამოფენაში.

ბათუმში გამართული სამედიცინო ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და ჯანმრთელობის მე-4 საერთაშორისო გამოფენის გახსნას: საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის; ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ტიტე აროშიძე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი რომანაძე, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამედიცინო სერვისების (USHAŞ) გენერალური დირექტორი მურატ მერჯანი, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში რიზა კაღან ილმაზი, MUSIAD-ის ბათუმის ფილიალის დირექტორი ჰამზა ქოსე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, თურქეთის სხვადასხვა რეგიონიდან სამედიცინო წარმომადგენლები და მრავალი ვიზიტორი დაესწრნენ.

ბათუმში გამართულ სამედიცინო ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და სამედიცინო ტურიზმის მე-4 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ფარაბის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა პროფ. ჯელალ თექინბაშმა, მან გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია გამართა ტრაპიზონის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარაბი საავადმყოფოს შესახებ, პროფესორმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იქ არსებული და განხორციელებული სამედიცინო აქტივობების შესახებ.

პროფესორმა ჯელალ თექინბაშმა ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, რომლებიც ორგანიზებულია რომ მიაწვდინონ ხმა მათ ვისაც ურჩევნია ან სურს მიიღოს სამედიცინო სერვისები და მომსახურება თურქეთში, მთავარი ექიმი პროფ. თექინბაში გამოფენის შესახებ: ”ფარაბის საავადმყოფოსთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია რადგან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ქალაქი სამედიცინო ტურიზმის სფეროში მეტად განვითარდეს და წინ წავიდეს. ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი საავადმყოფოსა და ქალაქის პოპულარიზაციას ჯანდაცვის სფეროში და ვცდილობთ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთთანამშრომლობა მსგავს ორგანიზაციებთან, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის არაბულ გეოგრაფიას, აფრიკასა და ცენტრალურ აზიის კულტურებს და სამედიცინო სფეროებს.
სამედიცინო გამოფენაზე კონტაქტები დამყარდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ექიმებთან და პაციენტებთან, განსაკუთრებით თურქეთისა და საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გაიმართა ორმხრივი საქმიანი შეხვედრები საერთაშორისო მონაწილე კომპანიებთან. სამდღიან გამოფენაზე ფარაბის ჰოსპიტალის დელეგაციამ, რომელიც ასევე ეწვია სტენდებს, უპასუხა გამოფენის მონაწილე სექტორის წარმომადგენლების კითხვებს და გაცვალა აზრები. გარდა ამისა, ჩატარდა ინტერვიუები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესდნენ ფარაბის საავადმყოფოს სტენდით.