მკურნალობამდე პროცესი
სამედიცინო ტურიზმით პაციენტის გადაყვანამდე, ხორციელდება მიღებული დოკუმენტაციის განხილვა, რათა მოხდეს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე ზუსტი სამკურნალო გეგმის შედგენა, ასევე შესაფერისი ფასისა და პირობების შექმნა არის მთავარი მიზანი.
თურქეთში ტრანსპორტირება
დანიშნულების ადგილამდე ტრანსფერი ხორციელდება პაციენტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ან საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თვითმფრინავის გამოძახებით.
მკურნალობის დროს
სტაციონარში მოთავსების და მკურნალობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება, სათარჯიმნო მომსახურების გაწევა და დარჩენასთან დაკავშირებით საჭირო ორგანიზება.
მკურნალობის შემდეგ
პაციენტის გაწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი, სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმანი. მკურნალობის შემდეგი საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
ქუვეითელი პაციენტი ტრაპიზონში დასვენების პერიოდში ფარაბის ტექნიკური უნივერსიტეტის საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა.
KTU Farabi Hospital-ის ჯანმრთელობის ტურიზმის გუნდმა ბათუმში გამართულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
მაღალი რისკის ქვეშ მყოფი 81 წლის პაციენტის გულის სარქველი არაქირურგიული გზით შეიცვალა
გუმუშანეში, კონკტერულად კი კურტუნის რაიონში მცხოვრებ 81 წლის პაციენტს ჰურემ კარაკაშს 9 წლის წინ ჩატარებული ღია გულის ოპერაციით შეცვლილი აქვს აორტის სარქველი. პაციენტიმოვიდა შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარაბის კლინიკაში, სადაც კარდიოლოგიურ გაყოფილებაში ჩატარებული კივლევების შედეგად დაუდგინდა აორტის სარქველის სტენოზი, განუვითარდა გულის უკმარისობა და ფილტვების შეშუპება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ქოშინი და სუნთვის გაძნელება. გულმკერდის ქირურგიის განყოფილების მიერ ფილტვებიდან სითხის დრენირების შემდეგ, პაციენტი გადაყვანილ იქნაკარდიოლოგიურ განყოფილებაში, სადაცმედიცინის დოქტორ, პროფესორ მერიჰ ქუთლუს, მედიცინის დოქტორ, პროფესორ ომერ გედიკლის, კარდიოლოგიის მედდის, ტექნიკოსისა და ანესთეზიოლოგისგან შემდგარი ჯგუფის მიერ, მოხდა 9 წლის წინ ქირურგიული გზით შეცვლილ აორტის სარქველში ახალი სარქვლის არაქირურგიული გზით ჩასმა (valve in valve). ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცედურის შემდეგ პაციენტი 1 ღამის განმავლობაში მოთავსებული იყოკარდიო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხოლო 1 ღამე კარდიოლოგიური განყოფილების პალატაში, პაციენტი გაეწერა სრულადგამოჯანმრთელებული.
მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა მერიჰ ქუთლუმ ჩატარებულ პროცედურაზე შემდეგი განმარტება გააკეთა:
„პროცედურა TAVI, აორტის სარქვლისარაოპერაციული ჩანაცვლება, ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ჩვენ ვაყენებთ ახალ სარქველსდაზიანებული აორტის სარქველში. აღნიშნული პროცედურა განსაკუთრებით მიზანშეწონილია ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთჯანმრთელობის დამატებითი პრობლემები, შეუძლებელია ანესთეზია, შეუსაბამოები არიანოპერაციისთვის და აქვთ აორტის კალციფიკაცია.პროცედურა TAVI, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გრძელდება, ტარდება კორონაროგრაფიის ლაბორატორიაში; ეს არის სტენტირების მსგავსი პროცედურა, რომელსაც ვაკეთებთ ბარძაყის არტერიიდან გულმკერდის გახსნის და გულის გაჩერების გარეშე. პროცედურა ტარდება უანესთეზიოდ, რაც გამორიცხავს ანესთეზიასთან დაკავშირებულ რისკებს, რომელიც შეიძლება განვითარდეს რესპირატორული და თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში. TAVIპროცედურის ჩატარება-არჩატარების საკითხს წყვეტს კარდიო-ვასკულარული ქირურგიის ფაკულტეტის წევრებისგან შემდგარი საბჭო. საერთო ჯამში, ჩვენი 81 წლის პაციენტის კარდიოლოგიური შეფასებისას, რომელიც ამბულატორიულ კლინიკაში იყო შეყვანილი სუნთქვის უკმარისობის ჩივილით და ცხრა წლის წინ ღია გულის ოპერაციით ჩასმული აორტის ბიოპროთეზული სარქველით, გამოვუვლინეთ მძიმე აორტის სარქვლის სტენოზი და უკმარისობა. წარმატებით ჩავატარეთ აორტის სარქვლის არაოპერაციული ჩანაცვლების (TAVI) პროცედურა ქირურგიულად ჩასმული აორტის სარქვლის შიგნით ახალი სარქვლის მოთავსებით.“
„წლებია გულის დაავადებით ვიტანჯები. როდესაც დისკომფორტმა მოიმატა, მივმართე შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევით ცენტრს, ფარაბის ჰოსპიტალს. პროფესორმა მერიჰ კუტლუმ მითხრა, რომ არსებობს პრობლემის მოგვარების არაქირურგიული გზაც. ამან ძალიან გამახარა. მართლაც, როგორც პროფესორმა მერიჰმა თქვა, მე მქონდა ძალიან კომფორტული მკურნალობის პროცესი საავადმყოფოში პროცედურის დაწყებამდე და მის შემდეგ. უსაზღვროდმადლიერი ვარ ყველასი, ვინც წვლილი შეიტანაჩემს გამოჯანმრთელებაში. ღმერთმა დალოცოს ყველა.“ განაცხადა ჰურემ კარაკასმა.
[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column][vc_gallery type="image_grid" images="5398,5393,5394,5395,5396,5397"][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column][/vc_column][/vc_row]ტრაპიზონში განიკურნა, ტრაბზონსფორის წევრი გახდა
ესთეტიკური შიში სარძევე ჯირკვლის კიბოს ისტორიაში ხდება ჩვენს საავადმყოფოში გამოყენებული მეთოდით!
ზუსტი სიზუსტე კიბოს გამოვლენაში PET-CT-ით
ბათუმელ პაციენტს ფილტვზე ოპერაცია ჩვენს საავადმყოფოში ჩაუტარდა!
ქართველი ახალგაზრდის ჭარბი ოფლიანობის პრობლემა ტრაპიზონის შავი ზღვის ფარაბი საავადმყოფოში მოგვარდა.
პაციენტი რომელსაც აწუხებდა ხელებზე ვენების მოცულობაში ზრდა შავი ზღვის ტექნიკურ უნივერსიტეტში განიკურნა
მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსული პაციენტის ცხვირში არსებული დისკომფორტი მოგვარდა
ქართველი პაციენტი რომელიც თვალის ბადურის გამოყოფით ტრაპიზონის შავი ზღვის ფარაბი საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა
წარმატებული თიაქრის ოპერაცია ჩატარდა 730 გმბ-ის დაბადებიდან
ორმა ძმამ, რომლებმაც მტრედის მკერდის ოპერაცია გაიკეთეს, უფრო ბედნიერად გამოიყურებოდა ცხოვრებაზე
აზერბაიჯანელი თურქი პაციენტი, რომელსაც ძვლის ტვინის გადანერგვა გაუკეთდა, ასე უწოდეს
პროფ. ექიმი. ადნან ჩალიკი თავის პაციენტებს ბათუმში შეხვდა
პაციენტი, რომელიც პირის ღრუს სიმსივნის გამო წყალს ვერ სვამდა, შავი ზღვის ფარაბის საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციით აღიდგინა ჯანმრთელობა.
დიდი ინტერესი ჩვენი ექიმების მიმართ საქართველოში
[vc_row][vc_column][vc_column_text]სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს აიდერის მიერ ბათუმში მოწვეულ იქნენ შავი ზღვის ფარაბის საავადმყოფოს კლინიკის ნეიროქირურგი პროფ. ერჰან არსლანი და ასოც. პროფესორი ელიფ აჯარ არსლანი. შეხვედრის მიმართ დიდი ინტერესის გამოჩენის გამო საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ 150-ზე მეტ პაციენტს მოწვეულმა ექიმებმა უფასო კონსულტაციები ჩაუტარეს. პროფ. ერჰან არსლანის და ასოც. პროფესორი ელიფ აჯარ არსლანის განცხადებით: „არ ველოდით პაციენტების ასეთ დიდ ინტერესს, ვფიქრობთ, ეს რეგიონში ჩვენი საავადმყოფოსადმი ნდობის დიდი მაჩვენებელია“.
სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს აიდერის ხელმძღვანელებმა სელამი ჰაშიმოღლუმ და ჰამზა ქოსემ რომლებმაც დაგეგმეს და მოაწყვეს ეს შეხვედრა, თქვეს: ”ჩვენ დავინახეთ პაციენტების დიდი ინტერესი, რამაც გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს. ეს ასახავს იმას, რომ შავი ზღვის კვლევითი ფარაბი საავადმყოფოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი ღირებულება საზოგადოებაში, რის გამოც ჩვენ ვაპირებთ უახლოეს პერიოდში ამ მხრივ ბევრი და კიდევ უფრო წარმატებული ნაბიჯების გადადგმას. მსგავსი შეხვედრები გაიმართება უფრო ხშირად სადაც ჩვენს პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ უფასო კონსულტაციები სხვადასხვა პროფესორ ექიმებთან’’.
შავი ზღვის კვლევითი ფარაბი საავადმყოფოს მთავარი ექიმი პროფ. ჯელალ თექინაბაშ-მა როგორც თქვა: ”ჩვენი რექტორატის წახალისებითა და ინტენსიური მხარდაჭერით, სამედიცინო ტურიზმის სფეროში შავი ზღვის რეგიონის, კავკასიის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებთან მჭიდრო კონტაქტის დამყარების გეგმები დღითი დღე წარმატებით მიმდინარეობს. ჯანდაცვის ტურიზმის კომპანიებთან, რომლებმაც კონტრაქტი გააფორმეს შავი ზღვის კვლევითი ფარაბი საავადმყოფოსთან სამომავლოდ უფრო მჭიდრო ურთიერთობები იქნება დამყარებული რაც უფრო განავითარებს სამედიცინო ტურიზმს.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column][vc_gallery type="image_grid" images="5232,5231,5230,5229,5228,5227,5226,5225"][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column][/vc_column][/vc_row]