სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს ორგანიზებით შავი ზღვის ფარაბის საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის პროფ. ადნან ჩალიქი თავის პაციენტებს ბათუმში შეხვდა. შეხვედრის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მობრაძანებულმა ადამიანმა. 50-ზე მეტს პაციენტს საშუალება ჰქონდა, მათ ჯანმრთელობსთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ესაუბრათ ექიმთან და მიეღოთ ადნან ჩალიქისგან რჩევები. ადნან ჩალიქთან პაციენტების კონსულტაციების გარდა, გაიმართა შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 10 ექიმთან. პროფესორმა ადნან ჩალიქმა თქვა: „ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს მეზობელ საქართველოში ჯანდაცვის სერვისების საჭიროებაა ამ მხრივ ვაგრძელებთ ჩვენი მეზობელი ქართველი ხალხის დახმარებას ყველანაირი საშუალებით. დღეს ჩვენ შევხდვით პაციენტებს, რომლეთა კითხვებიც ბევრ სფეროს ეხებოდა. შავი ზღვის ფარაბი საავადმყოფო არის ახალი ტექნოლოგიებითა და სამედიცინო სერვისებით აღჭურვილი საავადმყოფო ტრაპიზონში. ამგვარად, მათ შეეძლებათ ადვილად მიმართონ სხვა დისციპლინებთან დაკავშირებულ შესაბამის ექიმებს “.