ქუვეითელი პაციენტი ტრაპიზონში დასვენების პერიოდში ფარაბის ტექნიკური უნივერსიტეტის საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა.

ქუვეითიდან დასვენების მიზნით ტრაპზონში ჩამოსული 47 წლის გაზი ფ.ჰუსაინმა 20 წლის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ აღმოჩენილი ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად ფარაბის უნივერსიტეტის საავადმყოფოს მიმართა, წლების შემდეგ გაზი ფ. ჰუსაინმა, რომელმაც წარსულში საგზაო შემთხვევის შედეგად ცხვირის არეში მიიღო ტრამვები მრავალი წელი უჭირდა სუნთქვა, ასოც. პროფესორის სელჩუკ არსლანის მხრიდან  ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები.  კვლევების შედეგად დადგინდა რომ პაციენტს სასუნთქი გზების პრობლემებისა და ცხვირის დეფორმაცია აღენიშნებოდა. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტმა გადაწყვიტა ოპერაცია გაეკეთებინა ფარაბის საავადმყოფოში. სამკურნალო პროცესი ოპერაცია, რომელიც პაციენტის თანხმობით ჩატარდა, დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. ოპერაციის შემდეგ გაზი ფ. ჰუსაინის როგორც სუნთქვის პრობლემა, ასევე ცხვირის დეფორმაცია გამოუსწორდა. პაციენტმა, გაიარა გამოკვლევების ყველა ეტაპი და გაწერიდან პირველ კვირაში და მეორე კვირაში, შემდეგ კი 3 თვის შემდეგ დანიშნა დაკვირვება მშობლიურ ქალაქში დაბრუნებამდე.

ტრაპიზონის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარაბის კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა ყველაზე თანამედროვე ტექნიკით არის შესაძლებელი,  ამის შესახებ ფარაბის საავადმყოფოს, ასოც.პროფესორი სელჩუკ არსლანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფარაბის კლინიკას აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ყურ-ცხვირის და ყელის ქირურგიული ტექნიკა თავის პაციენტებზე. პროფესორი აღნიშნავს: „ჩვენს საავადმყოფოში შეგვიძლია გამოვიყენოთ ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიაში მსოფლიოში გამოყენებული ყველა თანამედროვე ტექნიკა, ტრაპიზონში დასასვენებლად ჩამოსულ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია ჩვენთან ამავე ტექნოლოგიებით მეორე დღესვე გაიწერა სახლში. ჩვენთან მკურნალობის ეტაპს გადიან პაციენტები ჩვენი მიმდებარე ტერიტორიებიდან, მეზობელი ქვეყნებიდან და რეგიონებიდან. ჩვენ დიდ შრომას ვდებთ მათი ჯანმრთელობისთვის და ვზრუნავთ მათზე.

გაზი ფ. ჰუსაინის ისტორია განსაკუთრებული მაგალითია საავადმყოფოსთვის, ოპერაციის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რაც საავადმყოფოს გუნდის წარმატებაზე მეტყველებს. პაციენტი დაბრუნდა თავის ქვეყანაში, შედეგით კმაყოფილი ღაზი ფ. ჰუსაინმა განაცხადა, რომ ბედნიერი იყო ტრაპიზონში დასვენებასთნ ერთად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებითაც. პაციენტის თქმით, მას აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება და ცხვირის დეფორმაცია, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა, პაციენტმა თქვა, რომ ოპერაციის შედეგად ამ პრობლემებისგან თავის დაღწევა მისთვის დიდი შვებაა. მან მადლობა გადაუხადა ექიმს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მისი გამოჯანმრთელების პროცესში.

ქუვეითიდან დასასვენებლად ჩამოსული გაზი ფ. ჰუსაინის სადღესასწაულო თავგადასავალი ტრაპიზონში, ტრაპიზონის ფარბის საავამდყოფოში პროფესიონალი სამედიცინო გუნდის წყალობით გაჯანმრთელდა. თანამედროვე ტექნიკით ჩატარებული ოპერაციის შედეგად პაციენტის რესპირატორული და ესთეტიკური პრობლემები მოგვარდა. ამ წარმატებული მკურნალობის ისტორიამ კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენი საავადმყოფოს გუნდის გამოცდილება და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა.

KTU Farabi Hospital-ის ჯანმრთელობის ტურიზმის გუნდმა ბათუმში გამართულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ტრაპიზონის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარაბი საავადმყოფოს სამედიცინო ტურმიზმის სააგენტოს გუნდმა მონაწილეობა მიიღო 2023 წლის EXPO MED BATUMI-ში, სამედიცინო ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და სამედიცინო ტურიზმის მე-4 საერთაშორისო გამოფენაში.

ბათუმში გამართული სამედიცინო ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და ჯანმრთელობის მე-4 საერთაშორისო გამოფენის გახსნას: საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის; ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ტიტე აროშიძე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი რომანაძე, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამედიცინო სერვისების (USHAŞ) გენერალური დირექტორი მურატ მერჯანი, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში რიზა კაღან ილმაზი, MUSIAD-ის ბათუმის ფილიალის დირექტორი ჰამზა ქოსე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, თურქეთის სხვადასხვა რეგიონიდან სამედიცინო წარმომადგენლები და მრავალი ვიზიტორი დაესწრნენ.

ბათუმში გამართულ სამედიცინო ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და სამედიცინო ტურიზმის მე-4 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ფარაბის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა პროფ. ჯელალ თექინბაშმა, მან გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია გამართა ტრაპიზონის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარაბი საავადმყოფოს შესახებ, პროფესორმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იქ არსებული და განხორციელებული სამედიცინო აქტივობების შესახებ.

პროფესორმა ჯელალ თექინბაშმა ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, რომლებიც ორგანიზებულია რომ მიაწვდინონ ხმა მათ ვისაც ურჩევნია ან სურს მიიღოს სამედიცინო სერვისები და მომსახურება თურქეთში, მთავარი ექიმი პროფ. თექინბაში გამოფენის შესახებ: ”ფარაბის საავადმყოფოსთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია რადგან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ქალაქი სამედიცინო ტურიზმის სფეროში მეტად განვითარდეს და წინ წავიდეს. ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი საავადმყოფოსა და ქალაქის პოპულარიზაციას ჯანდაცვის სფეროში და ვცდილობთ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთთანამშრომლობა მსგავს ორგანიზაციებთან, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის არაბულ გეოგრაფიას, აფრიკასა და ცენტრალურ აზიის კულტურებს და სამედიცინო სფეროებს.
სამედიცინო გამოფენაზე კონტაქტები დამყარდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ექიმებთან და პაციენტებთან, განსაკუთრებით თურქეთისა და საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გაიმართა ორმხრივი საქმიანი შეხვედრები საერთაშორისო მონაწილე კომპანიებთან. სამდღიან გამოფენაზე ფარაბის ჰოსპიტალის დელეგაციამ, რომელიც ასევე ეწვია სტენდებს, უპასუხა გამოფენის მონაწილე სექტორის წარმომადგენლების კითხვებს და გაცვალა აზრები. გარდა ამისა, ჩატარდა ინტერვიუები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესდნენ ფარაბის საავადმყოფოს სტენდით.

მაღალი რისკის ქვეშ მყოფი 81 წლის პაციენტის გულის სარქველი არაქირურგიული გზით შეიცვალა

გუმუშანეში, კონკტერულად კი კურტუნის რაიონში მცხოვრებ 81 წლის პაციენტს ჰურემ კარაკაშს 9 წლის წინ ჩატარებული ღია გულის ოპერაციით შეცვლილი აქვს აორტის სარქველი. პაციენტიმოვიდა შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარაბის კლინიკაში, სადაც კარდიოლოგიურ გაყოფილებაში ჩატარებული კივლევების შედეგად დაუდგინდა აორტის სარქველის სტენოზი, განუვითარდა გულის უკმარისობა და ფილტვების შეშუპება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ქოშინი და სუნთვის გაძნელება. გულმკერდის ქირურგიის განყოფილების მიერ ფილტვებდან სითხის დრენირების შემდეგ, პაციენტი გადაყვანილ იქნაკარდიოლოგიურ განყოფილებაში, სადაცმედიცინის დოქტორ, პროფესორ მერიჰ ქუთლუს, მედიცინის დოქტორ, პროფესორ ომერ გედიკლის, კარდიოლოგიის მედდის, ტექნიკოსისა და ანესთეზიოლოგისგან შემდგარი ჯგუფის მიერ, მოხდა 9 წლის წინ ქირურგიული გზით შეცვლილ  აორტის სარქველში ახალი სარქვლის არაქირურგიული გზით ჩასმა (valve in valve).  ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცედურის შემდეგ პაციენტი 1 ღამის განმავლობაში მოთავსებული იყოკარდიო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხოლო 1 ღამე კარდიოლოგიური განყოფილების პალატაში, პაციენტი გაწერსრულადგამოჯანმრთელებული.

მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა მერიჰ ქუთლუმ ჩატარებულ პროცედურაზე შემდეგი განმარტება გააკეთა:

პროცედურა TAVI, აორტის სარქვლისარაოპერაციული ჩანაცვლება, ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ჩვენ ვაყენებთ ახალ სარქველსდაზიანებული აორტის სარქველში. აღნიშნული პროცედურა განსაკუთრებით მიზანშეწონილია ხანდაზმულ პაციენტებსთვის, რომლებსაც აქვთჯანმრთელობის დამატებითი პრობლემები, შეუძლებელია ანესთეზია, შეუსაბამოები არიანოპერაციისთვის და აქვთ აორტის კალციფიკაცია.პროცედურა TAVI, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გრძელდება, ტარდება კორონაროგრაფიის ლაბორატორიაში; ეს არის სტენტირების მსგავსი პროცედურა, რომელსაც ვაკეთებთ ბარძაყის არტერიიდან გულმკერდის გახსნის და გულის გაჩერების გარეშე. პროცედურა ტარდება უანესთეზიოდ, რაც გამორიცხავს ანესთეზიასთან დაკავშირებულ რისკებს, რომელიც შეიძლება განვითარდეს რესპირატორული და თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში. TAVIპროცედურის ჩატარება-არჩატარების საკითხს წყვეტს კარდიოვასკულარული ქირურგიის ფაკულტეტის წევრებისგან შემდგარი საბჭო. საერთო ჯამში, ჩვენი 81 წლის პაციენტის კარდიოლოგიური შეფასებისას, რომელიც ამბულატორიულ კლინიკაში იყო შეყვანილი სუნთქვის უკმარისობის ჩივილით და ცხრა წლის წინ ღია გულის ოპერაციით ჩასმული აორტის ბიოპროთეზული სარქველი, გამოვუვლინეთ მძიმე აორტის სარქვლის სტენოზი და უკმარისობა. წარმატებით ჩავატარეთ აორტის სარქვლის არაოპერაციული ჩანაცვლების (TAVI) პროცედურა ქირურგიულად ჩასმული აორტის სარქვლის შიგნით ახალი სარქვლის მოთავსებით.

„წლებია გულის დაავადებით ვიტანჯები. როდესაც დისკომფორტმა მოიმატა, მივმართე შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევით ცენტრს, ფარაბის ჰოსპიტალს. პროფესორმა მერიჰ კუტლუმ მითხრა, რომ არსებობს პრობლემის მოგვარების არაქირურგიული გზაც. ამან ძალიან გამახარა. მართლაც, როგორც პროფესორმა მერიჰმა თქვა, მე მქონდა ძალიან კომფორტული მკურნალობის პროცესი საავადმყოფოში პროცედურის დაწყებამდე და მის შემდეგ. უსაზღვრომადლიერი ვარ ყველას, ვინც წვლილი შეიტანაჩემს გამოჯანმრთელებაში. ღმერთმა დალოცოს ყველა.“ განაცხადა ჰურემ კარაკასმა.

ტრაპიზონში განიკურნა, ტრაბზონსფორის წევრი გახდა

13 წლის კორაი იუსუფოგლუ, რომელსაც 5 თვის წინ 14-წლამდელთა ნაკრების შერჩევისას მზადების დროს მკერდში იდაყვის დარტყმის შედეგად ქოშინი აწუხებდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს იზმირის საავადმყოფოში. გამოკვლევების დროს გამოვლინდა ქილოთორაქსი (ფილტვის ღრუებში ცხიმოვანი სითხის დაგროვება ლიმფური არხების დაზიანების შედეგად). მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა მძიმე ქოშინი და გულის პალპიტაცია, კორაის იზმირის საავადმყოფოში ბევრი ჩარევა ჩაუტარდა. უპირველეს ყოვლისა, გამონადენის წყაროს დადგენას ინტერვენციული რადიოლოგიისა და პედიატრიული ქირურგიის სპეციალისტები ცდილობდნენ. მას შემდეგ, რაც ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, გულმკერდის ქირურგიის სპეციალისტებმა პაციენტს გაუკეთეს ოპერაცია როგორც ფილტვებზე, ასევე მუცლის ღრუზე. სამწუხაროდ, ამ ჩარევებმა არ გამოიღო სასურველი შედეგი. პაციენტის დისტრესი გაიზარდა. კორაის ოჯახს არ დაუკარგავს იმედი მისი ხანგრძლივი ინტენსიური თერაპიის დროს. ოჯახი კვლავაც იბრძოდა შვილის გამოჯანმრთელებისთვის. ოჯახის ხანგრძლივი ძიების შედეგად კორაი სასწრაფო დახმარების მანქანით კტუ ფარაბის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კტუ ფარაბის საავადმყოფოდან პროფესორ დოქტორი: ჰასან დინკი, პროფესორ დოქტორი: ჯელალ თექინბაში, პროფესორ დოქტორი: ათილა თურქილმაზი და პროფესორ დოქტორი: ალი გიუნერმა გულდასმით შეისწავლა კორაის მდგომარეობა, რომელიც მისმა ოჯახმა იზმირიდან ჩამოიყვანა ტრაპიზონში და შექმნა ყოვლისმომცველი გამოკვლევა და მკურნალობის გეგმა. ანალიზებისა და გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ პაციენტის მუცლის არეში ჩასატარებელი ოპერაცია ყველაზე შესაფერისი ვარიანტია. ქირურგია ძალიან რთული და დეტალური პროცესი იყო. პრობლემის წყარო; იგი ამოღებულ იქნა ძირითადი ოპერაციით, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 7 საათის განმავლობაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ინტერვენციული რადიოლოგიის, ზოგადი ქირურგიისა და გულმკერდის ქირურგიის გუნდები. ოპერაციის შემდგომი გამოჯანმრთელების პროცესი ზედმიწევნით მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, ცხიმოვანი სითხის დაგროვება, რომელიც ჯერ ფილტვებში, შემდეგ კი გულმკერდისა და მუცლის ღრუში გაჟონა. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჯგუფის მულტიდისციპლინური მიდგომით და სპეციალისტ ექიმებისა და ექთნების ზედმიწევნითი მუშაობით, კორეიმ ჯანმრთელობა დაიბრუნა.

პროფესორ დოქტორ ჯელალ თექინბაშმა პროცესის შესახებ განცხადება გააკეთა: „ჰაერის წნევის გამო ლიმფური ქსოვილის დაზიანება ძალიან იშვიათი პათოლოგიაა. ინტერვენციული რადიოლოგიის ძალისხმევით გამოვავლინეთ მოწყვეტილი ადგილები და პათოლოგია; ჩვენმა ქირურგიულმა ჩარევამ, დაკვირვებამ და მკურნალობამ შედეგი გამოიღო და კორაიმ ჯანმრთელობა დაიბრუნა. როგორც ყველა ჩვენს პაციენტს, ჩვენც ძალიან გაგვიხარდა, რომ კორაიმ ჯანმრთელობა დაიბრუნა. მთელი ჩვენი გუნდი კმაყოფილი იყო, რომ ჩვენი პაციენტი, რომელიც ჩვენ გვჯერა, რომ მომავალში ახალგაზრდა, ნათელი და ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენი იქნება, მოგვარდა და სამომავლოდ დაუბრუნდა თავის ჩვეულ ცხოვრებას“. განაცხადა.

კორაის ოჯახმა მადლობა გადაუხადა კტუ ფარაბის საავადმყოფოს ექიმებს და ჯანდაცვის პერსონალს. ჰოსპიტალის ყველა პერსონალის პროფესიული ინიციატივებისა და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომების წყალობით, კორეიმ ჯანმრთელობა დაიბრუნა.

კორაის მამამ, ქადირ იუსუფოღლუმ თქვა: ”ჩვენ ხუთი თვის განმავლობაში ძალიან რთულ პროცესში ვიყავით. ჩვენმა შვილმა ბევრი ოპერაცია გაიკეთა. სამწუხაროდ, იზმირში წამალი ვერ ვიპოვეთ და ტრაპიზონში მოგვიწია ჩასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გონება ყოველთვის ჩვენს შვილთან არის, ისეთ ქალაქში ყოფნის სირთულეებმა გვაფიქრებინა. მაგრამ გამოვლენილი ინტერესი ყოველთვის გვაგრძნობინებდა, როგორც სახლში. ჩვენი მკურნალობა დასრულდა. ერთ კვირაში ჩავატარებთ შემოწმებას. ამიტომ სტუმრები ვართ ტრაპიზონიდან ჩამოსული ოჯახის სახლში, რომელიც აქამდე არ შეგვხვედრია. ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა ამ პროცესში. მათ ბევრი იშრომეს და ჩვენს შვილს ჯანმრთელობის აღდგენაში დაეხმარნენ. ისინი ხელს უწყობენ როგორც ჩვენი შვილის ჯანმრთელობას, ასევე ჩვენს ბედნიერებას. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა.
კორაი მოუთმენლად ელის იმ დღეს, როდესაც ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდება იზმირში და მინდვრებში მისი კონტროლის შემდეგ. კორაის მდგომარეობას, რომელსაც ავადმყოფობის წინ ეროვნული ნაკრების მწვრთნელები აკვირდებოდნენ, ასევე ყურადღებით აკვირდებიან GRI Insurance Gültepespor-ის წარმომადგენლები. კორაი, რომელიც ტრავმამდე ფენერბახჩეს დიდი გულშემატკივარი იყო, ატარებს ტრაბზონსპორის მაისურს, რადგან ტრაბზონსპორის ექიმები მას გამოჯანმრთელებაში დაეხმარნენ.

ის, რომ კორაიმ ჯანმრთელობა აღიდგინა, მოედანზე დაბრუნების იმედს აძლევს. ეს პროცესი, რომელიც მისთვის გარდამტეხი იყო, ფეხბურთისადმი გატაცებას კიდევ უფრო აღვიძებს. გამოჯანმრთელების გარდა, ეროვნული ნაკრებისა და GRI Insurance Gültepespor-ის ჩინოვნიკების ინტერესი მას მორალსა და მოტივაციას აძლევს. კორაის ისტორია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს სპორტის ძალას და იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს დაძლიონ ის სირთულეები, რომლებსაც აწყდებიან ცხოვრებაში.

ესთეტიკური შიში სარძევე ჯირკვლის კიბოს ისტორიაში ხდება ჩვენს საავადმყოფოში გამოყენებული მეთოდით!

ფილიზ ვარდარმა (39წლის) და სედა ოზსოი სომუნკუოგლუმ (42წლის), მკერდის კიბოთი დიაგნოზით 4 თვის წინ მიმართეს KTÜ Farabi Hospital-ს იგივე ჩივილით (მარცხნივ მკერდში მძიმე და თხილის ფორმის მასა, რომელიც აქამდე არ არსებობდა). ორივე პაციენტი იყო აღმზრდელი და მათ კარგად იცოდნენ, რამდენად სერიოზულია მკერდის ახალი ან საგრძნობი მასა. პროფესიულ ცხოვრებაში ყველაზე ნაყოფიერ პერიოდში მყოფმა პაციენტებმა სასწრაფოდ მიმართეს უახლოეს საავადმყოფოს და გაიარეს გამოკვლევა და მათთვის რთული პერიოდი დაიწყო. მათ სმენიათ მკერდის კიბოთი დაავადებული მრავალი პაციენტის შესახებ. მათ დაინახეს, რომ ამ პაციენტება მკერდი ამოიღეს და მიუხედავად იმისა, რომ მკერდი დეფორმირებული იყო, გარეგნული სახე მაინც არ შეცვლილა. როგორც აღმზრდელებმა, ფაქტობრივად ასწავლეს ორივეს, როგორ გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს დროთა განმავლობაში. კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარაბის საავადმყოფოს ( K.T.Ü. FARABİ HASTANE) ზოგადი ქირურგიის კლინიკაში გადაიკვეთა სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქალბატონი ფილიზისა და ქალბატონი სედას სურვილი, ეპოვათ მკერდის კიბოს გამოცდილი ცენტრი. ქალბატონი ფილიზი და ქალბატონი სედა, იმ პაციენტების ისტორიებზე დაყრდნობით, რომლებსაც ჰქონდათ მკერდის მსგავსი სიმსივნე და რომელთა მკერდის ამოღება იყო რეკომენდირებული, მათ მიერ ჩატარებულ ინტერნეტით კვლევებში, მოიკვლიეს ქირურგიული ონკოლოგიის სპეციალისტი აჰმეთ აქბაში (Doç. Dr. AHMET AKBAŞ)

კტუ ფარაბის საავადმყოფოს ქირურგიული ონკოლოგიის სპეციალისტმა აჰმეთ აქბაშმა (Doç.Dr. AHMET AKBAŞ) პროცესი ასე შეაფასა: „ჩვენი ორივე პაციენტის პირველი გამოკვლევისას დავინახეთ, რომ სიმსივნე დიდი იყო, ამიტომ ძნელი იყო მკერდის დაცვა. ჩვენს ორივე პაციენტს ჰქონდა ლოკალურად განვითარებული ძუძუს კიბო. სიმსივნე ფარავდა მკერდის ძალიან დიდ ადგილს და განლაგებული იყო ერთზე მეტ უბანზე. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა ფარაბის საავადმყოფოს ქირურგიულ ონკოლოგიურ საბჭოში შევაფასეთ. ჩვენ გამოვიყენეთ ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპიის მეთოდი, როგორც სიმსივნის შესამცირებლად, ასევე სიმსივნის რეაქციის შესაფასებლად წამლებზე. ამ მკურნალობის შემდეგ ჩატარებულ კონტროლში დავინახეთ, რომ მასები საგრძნობლად შემცირდა. შემდეგ ეტაპზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვესაუბრეთ ორივე პაციენტს მკერდის კონსერვაციის ქირურგიის შესახებ. როდესაც საქმე ეხება მკერდის კონსერვაციის ოპერაციას, არ უნდა გვესმოდეს, რომ მკერდის მხოლოდ ნაწილი ამოღებულია და დანარჩენი რჩება. დღეს ჩვენ ძალიან მოწინავე ადგილზე ვართ მკერდის კონსერვაციის ოპერაციებში. ჩვენი გუნდი KTU Farabi Hospital-ში ამ მხრივ ძალიან გამოცდილია. ჩვენ ვაფასებთ პაციენტებს სარძევე ჯირკვლის ულტრასონოგრაფიით (USG), მკერდის ელექტრო მანიეტული გადაღებით (MRI ) და მამოგრაფიით ოპერაციამდე. მკერდის ზომა და მასა ავუხსენით ჩვენს რადიოლოგ პროფესორს, სიბელ ქულს (Prof.Dr. SİBEL KUL) რომელიც ძალიან გამოცდილია ამ სფეროში. ამის შემდეგ ჩვენ პაციენტებთან კონსულტაციით ვირჩევთ ქირურგიულ მეთოდს პაციენტის მკერდზე გამოსაყენებლად. ჩვენ გვაქვს მრავალი ვარიანტი მკერდის დასაცავად და მისი ესთეტიკური ფორმის შესანარჩუნებლად. ჩვენი პაციენტი გაწერილია უკეთესი გარეგნობით, ვიდრე ოპერაციამდე, მკერდის დეფორმაციის გარეშე“.

ზუსტი სიზუსტე კიბოს გამოვლენაში PET-CT-ით

ზუსტი სიზუსტე სიმსივნის გამოვლინებაში PET-CT (პეთ კატე) 44 წლის თამარ დავითაძეს დაახლოებით 2 წლის წინ ოპერაცია გაუკეთდა საშვილოსნოს ყელის სიმსივნეზე და ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია არ გაუკეთებია. კათუ ფარაბი ჰოსპიტალში (KTU FARABI HOSPITAL) პაციენტზე ჩატარებული მუცლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევისას ორივე საზარდულის მიდამოში გამოვლინდა გადიდებული ლიმფური კვანძები და ამ ლიმფური კვანძებიდან ჩატარებული ბიოფსიის შედეგად, სიმსივნის გავრცელებასთან დაკავშირებული აღმოჩენა არ დაფიქსირებულა. თუმცა, ექიმის მუდმივი ეჭვის გამო, ჩაუტარდა ფლუდეოქსიგლუკოზის პოზიტრონის ემისიური დემოგრაფიული ( F-18 FDG PET/CT) გამოკვლევა ფარაბი ჰოსპიტალში. თამარ დავითაძე რომლის კვლევების დასრულებულია, ამბობს: საქართველოში ოპერაციის შემდეგ, ვიფიქრეთ ტრაპიზონში გამოკვლევებისთვის ჩამოვსულიყავით. ბათუმში არ იყო PET- CT მოწყობილობა. თბილისში არის, მაგრამ ძალიან ძვირი გვიჯდება. როგორც კი ტრაპიზონში ფარაბი ჰოსპიტალში მოვედით, ჩვენი საქმე სწრაფად მოგვარდა. ახლა ჩვენ დავბრუნდებით ბათუმში ჩემი აქ გაკეთებული შედეგებით და მივმართავთ იქ ჩვენ ექიმს. თუ ჩემი მკურნალობა ბათუმში ვერ მოხერხდა, ისევ კათუ ფარაბის ჰოსპიტალში მოვალთ. მადლობა ყველაფრისთვის და გაწეული დახმარებისთვის.

ბათუმელ პაციენტს ფილტვზე ოპერაცია ჩვენს საავადმყოფოში ჩაუტარდა!

საქართველოში მცხოვრებ 43 წლის გურამ მალაყმაძეს აღენიშნებოდა სისხლიანი ხველა, ასევე დილის საათებში დიდი რაოდენობით ნახველი. პაციენტის მიერ წარმოდგენილ საქართველოში გადაღებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიაში დაფიქსირდა ბრონქოექტაზიური უბნები, განსაკუთრებით ფილტვის მარცხენა ქვედა წილში, რის საფუძველზეც  პაციენტს ურჩიეს ოპერაცია.

ბრონქოექტაზიისთვის დამახასიათებელია ბრონქების შეუქცევადი გაგანიერება.  ვითარდება ქრონიკული ანთებითი პროცესი, ანთებადი ბრონქული კედელი ხდება ნაკლებელასტიური, რაც იწვევს სასუნთქი გზების გაფართოებას და მოდუნებას. ანთების გამო იზრდება ლორწოს სეკრეციაც, ვინაიდან წამწამოვანი უჯრედები დაზიანებული ან განადგურებულია, ლორწო გროვდება გაფართოებულ სასუნთქ გზებში და ხელსაყრელ გარემოს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის. ბაქტერიები თავის მხრივ აზიანებენ ბრონქების კედლებს და ამგვარად იქმნება მანკიერი წრე ინფექციასა და სასუნთქი გზების დაზიანებას შორის. დაავადებამ  შეიძლება მოიცვას ფილტვის რამდენიმე მიდამო ერთდროულად.

ბატონ გურამს, აღნიშნული ჩივილები მცირე ასაკიდან, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში აწუხებდა, რაც უარყოფითად აისახებოდა  როგორც მისი ცხოვრების ხარისხზე, ასევე  სოციალურ ურთიერთობებზე.  ბატონი გურამი აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად  თურქეთში ჩამოვიდა, კონკრეტულად კი KTU Farabi Hospital-ში.

პროფესორ  ჯელალ თეკინბაშისა და მისი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევებით დადასტურდა ბრონქოექტაზიის დიაგნოზი და დაიგეგმა ოპერაცია, რის შედეგადაც  პაციენტის მარცხენა ფილტვის ქვედა წილი ამოიღეს. ერთდღიანი ინტენსიური თერაპიისა და 2 დღიანი ჰოსპიტალიზაციის შედეგად ბატონი გურამი გამოჯანმრთელდა.

„ჩემმა ახლობლებმა გაიკეთეს ოპერაცია KTU Farabi Hospital-ში, მითხრეს, რომ მათმა ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა და ყველანაირად კმაყოფილები დარჩნენ, ამიტომ გადავწყვიტე მეც KTU Farabi Hospital-ისთვის მიმემართა. ჩემი სიცოცხლე პროფესორ ჯელალ თექინბაშს და მის გუნდს მივანდე, რის შედეგადაც ხველება და სისხლიანი ნახველი  თითქმის გაქრა, ჩემი ცხოვრების ხარისხი ძალიან გაუმჯობესდა. დილით უფრო ბედნიერი ვიღვიძებ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო KTU Farabi Hospital-ის პერსონალს და გულმკერდის ქირურგიის ჯგუფს“. – განაცხადა გურამ მალაყმაძემ.

პროფესორი ჯელალ თექინბაში აღნიშნავს რომ პაციენტს ჰქონდა ბრონქოექტაზია, რომელიც სამ ყველაზე გავრცელებულ ფილტვის დაავადებებს შორის ერთერთია:

“პაციენტის სისხლიანი ნახველის ჩივილის მიზეზი  ფილტვის გარკვეული ნაწილის შეუქცევადი დაზიანება იყო. ამ დაავადების მკურნალობის ერთადერთი და საბოლოო მეთოდი კი  ფილტვის დაზიანებული წილის ქირურგიული ამოკვეთაა. ოპერაცია წარმატებით  ჩატარდა  და პაციენტი სამშობლოში, საქართველოში გავგზავნეთ.

KTU Farabi Hospital-ი,  ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო  ცენტრს მიეკუთვნება  გულმკერდის ქირურგიაში, ისევე როგორც სხვა განყოფილებები. ჩვენ წლების განმავლობაში ვემსახურებით პაციენტებს თურქეთის მრავალ ქალაქში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვართ საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც სამედიცინო ტურიზმის სფეროში ჩვენი მოწინავე  საქმიანობით უზრუნველვყოფთ ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებს სხვადასხვა  ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამჟამად, სამედიცინო ტურიზმის სფეროში პროფესიული ხელშეკრულება სამ კომპანიასთან გვაქვს დადებული, სადაც მომავალ წლებში დიდ წინსვლას  ველით.

გვაქვს ამბიცია რომ  საქართველოს, კავკასიისა და არაბეთის ნახევარკუნძულების  მსგავსად  სამედიცინო ტურიზმით მთელი მსოფლიო მოვიცვათ. ჩვენ გვინდა წვლილი შევიტანოთ როგორც ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ასევე ჩვენი ქვეყნის ლიდერ ქვეყნად ჩამოყალიბებაში სამედიცინო ტურიზმის კუთხით, რომელიც ჩვენი პრეზიდენტის აქტიურობით იქცა სტრატეგიულ სფეროდ მთელ თურქეთში. მაღალი პროდუქტიულობის  მქონე ამ სექტორში მოგებულია როგორც ჩვენი დაინტერესებული მხარეები ტრაპიზონში, ასევე ჩვენი პაციენტები, რომლებიც ხარისხიან ჯანდაცვას იღებენ“. განაცხადა პროფესორმა ჯელალ თექინბაშმა.

ქართველი ახალგაზრდის ჭარბი ოფლიანობის პრობლემა ტრაპიზონის შავი ზღვის ფარაბი საავადმყოფოში მოგვარდა.

17 წლის ქართველმა პაციენტმა, სახელად ომარი ბექაძემ, ტრაპიზონის შავი ზღვის ფარაბი საავადმყოფოს გულმკერდის ქირურგიის პოლიკლინიკას ჭარბი ოფლიანობის ჩივილით მიმართა. გამოკვლევების შედეგად პაციენტს დაუდგინდა „პირველადი ჰიპერჰიდროზი’’. ამის შემდგომ მას, დახურული ოპერაცია ჩაუტარდა და მოუგვარდა პრობლემა  “Vats Sempatektomi Tekniği”-ის მეთოდით რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი ჯელალ თექინბაში.

ოპერაციის შემდეგ ომარი ბექაძემ თქვა: „საავადმყოფოში მოსვლის შემდეგ გამოკვლევები გამიკეთეს დახურული ოპერაცია გავიკეთე. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო პროფ. ჯელალ თექინბაშს და მის გუნდს. ბავშვობიდან დღემდე დიდი პრობლემები მქონდა, რადგან ბევრს ვოფლიანობდი და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნიდა, ხელის ჩამორთმევა არ შემეძლო არავიზე, ღია ფერის ტანსაცმელი ვერ ვიცვამდი, რამაც ძალიან უარყოფითად იმოქმედა ჩემს სოციალურ ცხოვრებაზე. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მარტივი ოპერაციით გამოვჯანმრთელდი. რომ მცოდნოდა, ამ პრობლემის ასე მარტივად მოგავრების შესახებ აქ ბევრად ადრე მოვიდოდი. მე ვურჩევ ყველას რომ  მკურნალობისთვის მიმართონ ტრაპიზონის შავი ზღვის ფარაბი საავადმყოფოს,  განაცხადა პაციენტმა ბექაძემ.

დაავადებისა და ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა პროფ. ჯელალ თექინბაშმა „ჰიპერჰიდროზი; ეს არის დაავადება, რომელიც ჩვეულებრივ პროგრესირებს ხელისგულების, მკლავების, ფეხების და სახის არეში ჭარბი ოფლიანობით. უმრავლეს პაციენტებში, ჩვენ ვერ ვპოულობთ ორგანულ მიზეზს ჭარბ ოფლიანობისა, რომელიც იშვიათად არის გამოწვეული ისეთი მიზეზებით, როგორიცაა ინფექცია, ნარკოტიკების მოხმარება, მეტაბოლური და ენდოკრინული დარღვევები.

სიმპატექტომიის ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის ყველაზე ეფექტური და კომფორტული მკურნალობის ეტაპი ამ დაავადებისთვის. ოპერაციას გაკეთება მარტივად ხდება 1სმ-იანი ჭრილობით იღლიის ქვეშ და დახურული ოპერაციის  მეთოდით. ასევე ძალიან დაბალია გართულებების  რისკი, რის შემდგომაც თითქმის მეორე დღესვე პაციენტი ეწერება სახლში, განაცხადა პროფესორმა ჯელალ თექინბაშმა.

პაციენტი რომელსაც აწუხებდა ხელებზე ვენების მოცულობაში ზრდა შავი ზღვის ტექნიკურ უნივერსიტეტში განიკურნა

46 წლის ქართველი პაციენტი ფერიდე კუჭავა, შავი ზღვის ტექნიკურ ფარაბის საავადმყოფოში ხელებზე ვენების მოცულობაში ზრდის ჩივილით მობრძანდა. პაციენტი საწყის ეტაპზე პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგის მიერ პროფ. დოქ. მუჰამმეთ ურალოღლუს მიერ კონსულტირებულ იქნა. კვლევების ნიადაგზე,პაციენტის ხელზე არსებული დეფორმირებული ვენების პლასტიკური ოპერაციით ამპუტირება გადაწყდა. პაციენტს პროფ. დოქ მუჰამმეთ ურალოღლუსა და მისი გუნდის მიერ ოპერაციის შემდეგ ხელიდან 30-35 ცალი 1X1და 3X3 სმ ზომის ვენები ამოუკვეთეს.

ორ დღიანი სტაციონალური მეთვალყურეობის შემდეგ გაწერილი ქართველი პაციენტი ფერიდე კუჭავა, თავის ემოციებს გადმოსცემს შემდეგი სიტყვებით „ძალიან კმაყოფილი ვარ, ხელის დეფორმირებული ვენები ვიზუალური თვალსაზრისით ძალიან მაღიზიანებდა, შესაბამისად საზოგადოებაში ხელების გამოჩენა არ მინდოდა. მთელი ჩემი მკურნალობის პროცესში, როგორც ჩემი მკურნალი ექიმის, ასევე შავი ზღვის ტექნიკური საავადმყოფოს პერსონალის მიერ ძალიან დიდი ყურადრება და სტუმართმოყვარეობა ვიგრძენი ჩემს მიმართ. სიმართლე გითხრათ არ ველოდი ასე მარტივად აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტას. ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.“

პროფ. დოქ. ურალოღლუმ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: „საქართველოდან ახალი მონაცემებით საკმაოდ ბევრი პაციენტი გვსტუმრობს. მსგავსი პრობლემის მატარებელ პაციენტებს კი ხშირად ხელის ვენების ტკივილი, მხედველობის დარღვევა, ძარღვების ტკივილი და მსგავსი ჩივილები აწუხებთ, თუმცა ქალბატონი ფერიდე მიუხედავად მისი ვენების დეფორმაციისა მხოლოდ ვიზუალური დისკომფორტის გამო ოპერირებულ იქნა, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, მოცულობის ზრდისა და რაოდენობრივი სიჭარბის გამო სიმსივნეში გადაზრდის რისკი არსებობდა ამიტომ დროული რეაგირება სწორი არჩევანი იყო.

კანის ქვეშ დეფორმირებულ და გაზრდილ ვენები სახალხოდ ცნობილია როგორც ლიმფური კვანძები.პროფ. დოქ. ურალოღლუმ თქვა: „კანში აღმოჩენილი დეფორმაციები ძირითადად შეიძლება იყოს: ლიმფური კვანძების ზომაში ზრდა, ლიპომები (ცხიმოვანი ქსოვილები) და ცხიმგროვები, გარდა ამისა სიმსივნის ნაირსახეობებიც, როგორიცაა: ლიპოსარკომა, ავთვისებიანი მეზენსიმული უჯრედოვანი სიმსივნე რომლებიც იწვევს კანქვეშა ვენების დეფორმაციასა და მოცულობაში ზრდას. ზოგადად აღნიშნული პროცესი ორგანიზმში უმტკივნეულოდ და სწრაფად მიმდინარეობს, ასევე იწვევს კანის ქსოვილების დარღვევას და დეფორმირებული წილის შეწითლებას. საბოლოოდ მინდა მივმართო ყველა იმ პაციენტს რომელსაც მსგავსი ჩივილები აწუხებთ დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, ვინაიდან ნაადრევი დიაგნოზი სიმსივნის მსგავსი სერიოზული პრობლემების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.

მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსული პაციენტის ცხვირში არსებული დისკომფორტი მოგვარდა

საქართველოდან ტრაპიზონში ჩასული პაციენტი 26 წლის მამაკაცი, სახელად გოჩა შანთაძე,  სუნთქვის გაძნელების, მუდმივი ცხვირის შეშუპებისა და ცხვირის დეფორმაციის გამო ტრაპიზონის შავი ზღვის საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის პოლიკლინიკას მიმართა. სრულიად გამოჯანმრთელებულია. გამოკვლევებისა და ანალიზების შედეგად პაციენტის ცხვირის ხრტილსა და ძვლებში მნიშვნელოვანი დეფექტი გამოვლინდა. პროფესორი სელჩუკ არსლანის და მისი გუნდის მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაციის “სეპტორინოპლასტიკის”  შემდეგ პაციენტს ჯანმრთელობა დაუბრუნდა.

ოპერაციის შემდეგ შანთაძემ თქვა: „მივხვდი, რომ მთელი ჩემი სუნთქვის პრობლემები და ოპერაციის შიში ფუჭი იყო. ძალიან უხერხულად ვიყავი ცხვირის დეფორმაციის გამო, ასევე მქონდა სუნთქვის გაძნელება.  ამ ოპერაციის შემდეგ ცხვირის დეფორმაციაა აღარ მაქვს, გამომისწორდა სუნთქვის პრობლემაც. ჩემმა ექიმმა განაცხადა, რომ ჩემი გამოსახულება კიდევ უკეთესი იქნება 6 თვის შემდეგ. საავადმყოფოს პერსონალის თბილი მიდგომითა და ბატონი სელჩუკის დამსახურებით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამისთვის დიდი მადლობა ყველას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი ჩივილები აქვთ, შეუძლიათ ტრაპიზონში ჩამოსვლა და მკურნალობა.

პროფესორ სელჩუკ არსლანის განცხადებით: „როდესაც ჩვენი პაციენტი მოვიდა ჩვენთან, მან თქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა სუნთქვის პრობლემა და ცხვირის დეფორმაცია. სეპტორინოპლასტიკის ოპერაციით მეშვეობით ჩვენ ეს ორივე პრობელმა მოვუხსენით და ის სრულიად ჯანმრთელი გავწერეთ სახლში.

პროფესორმა სელჩუკ არსლანმა აქვე დაამატა და თქვა ისიც რომ „სეპტორინოპლასტიკა არის ოპერაცია, რომელიც ტარდება როგორც ცხვირის ფუნქციების, ასევე ესთეტიკური პრობლემების გამოსასწორებლად. ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ჩატარებული ამ პროცედურის საშუალებით ჩვენ ვასწორებთ ცხვირის შეშუპებას და სუნთქვის პრობლემებს ხრტილისა და ცხვირის შუა ნაწილის შემქმნელი ძვლის გამრუდების და ცხვირის კონქაში არსებული პრობლემების გამოსწორებით. იმავე სესიაზე ჩვენ ასევე აღმოვფხვრით ისეთ დეფორმაციას, როგორიცაა ცხვირის მაღალი თაღი, გამრუდება, ცხვირის დაბალი წვერი, რომელიც შესამჩნევია გარედან. ამ ოპერაციით ჩვენს პაციენტს, რომელსაც ცხვირის აშკარა დეფორმაცია ჰქონდა და ასევე უჩივოდა ცხვირის შეშუპებას, ოპერაციით მოვახერხეთ, როგორც ესთეტიურად ლამაზი გარეგნობის შექმნა, ასევე სუნთქვის პრობლემის გამოსწორებაც. ჩვენს პაციენტს ვურჩიეთ, რომ მომდევნო პერიოდში ცოტა ხნით დაეცვა ცხვირი უხეში მოპყრობითა და მირტყმით რადგან ცხვირს არ შეეცვალა ფორმა ჩვენ მრავალი წელია წარმატებით ვაკეთებთ სეპტორინოპლასტიკის ოპერაციებს ტრაპიზონის შავი ზღვის ფარაბი ჰოსპიტალში და ვახერხებთ ყველა პაციენტის გაბედნიერებას.

1 2 3