17 წლის ქართველმა პაციენტმა, სახელად ომარი ბექაძემ, ტრაპიზონის შავი ზღვის ფარაბი საავადმყოფოს გულმკერდის ქირურგიის პოლიკლინიკას ჭარბი ოფლიანობის ჩივილით მიმართა. გამოკვლევების შედეგად პაციენტს დაუდგინდა „პირველადი ჰიპერჰიდროზი’’. ამის შემდგომ მას, დახურული ოპერაცია ჩაუტარდა და მოუგვარდა პრობლემა  “Vats Sempatektomi Tekniği”-ის მეთოდით რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი ჯელალ თექინბაში.

ოპერაციის შემდეგ ომარი ბექაძემ თქვა: „საავადმყოფოში მოსვლის შემდეგ გამოკვლევები გამიკეთეს დახურული ოპერაცია გავიკეთე. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო პროფ. ჯელალ თექინბაშს და მის გუნდს. ბავშვობიდან დღემდე დიდი პრობლემები მქონდა, რადგან ბევრს ვოფლიანობდი და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნიდა, ხელის ჩამორთმევა არ შემეძლო არავიზე, ღია ფერის ტანსაცმელი ვერ ვიცვამდი, რამაც ძალიან უარყოფითად იმოქმედა ჩემს სოციალურ ცხოვრებაზე. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მარტივი ოპერაციით გამოვჯანმრთელდი. რომ მცოდნოდა, ამ პრობლემის ასე მარტივად მოგავრების შესახებ აქ ბევრად ადრე მოვიდოდი. მე ვურჩევ ყველას რომ  მკურნალობისთვის მიმართონ ტრაპიზონის შავი ზღვის ფარაბი საავადმყოფოს,  განაცხადა პაციენტმა ბექაძემ.

დაავადებისა და ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა პროფ. ჯელალ თექინბაშმა „ჰიპერჰიდროზი; ეს არის დაავადება, რომელიც ჩვეულებრივ პროგრესირებს ხელისგულების, მკლავების, ფეხების და სახის არეში ჭარბი ოფლიანობით. უმრავლეს პაციენტებში, ჩვენ ვერ ვპოულობთ ორგანულ მიზეზს ჭარბ ოფლიანობისა, რომელიც იშვიათად არის გამოწვეული ისეთი მიზეზებით, როგორიცაა ინფექცია, ნარკოტიკების მოხმარება, მეტაბოლური და ენდოკრინული დარღვევები.

სიმპატექტომიის ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის ყველაზე ეფექტური და კომფორტული მკურნალობის ეტაპი ამ დაავადებისთვის. ოპერაციას გაკეთება მარტივად ხდება 1სმ-იანი ჭრილობით იღლიის ქვეშ და დახურული ოპერაციის  მეთოდით. ასევე ძალიან დაბალია გართულებების  რისკი, რის შემდგომაც თითქმის მეორე დღესვე პაციენტი ეწერება სახლში, განაცხადა პროფესორმა ჯელალ თექინბაშმა.