46 წლის ქართველი პაციენტი ფერიდე კუჭავა, შავი ზღვის ტექნიკურ ფარაბის საავადმყოფოში ხელებზე ვენების მოცულობაში ზრდის ჩივილით მობრძანდა. პაციენტი საწყის ეტაპზე პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგის მიერ პროფ. დოქ. მუჰამმეთ ურალოღლუს მიერ კონსულტირებულ იქნა. კვლევების ნიადაგზე,პაციენტის ხელზე არსებული დეფორმირებული ვენების პლასტიკური ოპერაციით ამპუტირება გადაწყდა. პაციენტს პროფ. დოქ მუჰამმეთ ურალოღლუსა და მისი გუნდის მიერ ოპერაციის შემდეგ ხელიდან 30-35 ცალი 1X1და 3X3 სმ ზომის ვენები ამოუკვეთეს.

ორ დღიანი სტაციონალური მეთვალყურეობის შემდეგ გაწერილი ქართველი პაციენტი ფერიდე კუჭავა, თავის ემოციებს გადმოსცემს შემდეგი სიტყვებით „ძალიან კმაყოფილი ვარ, ხელის დეფორმირებული ვენები ვიზუალური თვალსაზრისით ძალიან მაღიზიანებდა, შესაბამისად საზოგადოებაში ხელების გამოჩენა არ მინდოდა. მთელი ჩემი მკურნალობის პროცესში, როგორც ჩემი მკურნალი ექიმის, ასევე შავი ზღვის ტექნიკური საავადმყოფოს პერსონალის მიერ ძალიან დიდი ყურადრება და სტუმართმოყვარეობა ვიგრძენი ჩემს მიმართ. სიმართლე გითხრათ არ ველოდი ასე მარტივად აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტას. ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.“

პროფ. დოქ. ურალოღლუმ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: „საქართველოდან ახალი მონაცემებით საკმაოდ ბევრი პაციენტი გვსტუმრობს. მსგავსი პრობლემის მატარებელ პაციენტებს კი ხშირად ხელის ვენების ტკივილი, მხედველობის დარღვევა, ძარღვების ტკივილი და მსგავსი ჩივილები აწუხებთ, თუმცა ქალბატონი ფერიდე მიუხედავად მისი ვენების დეფორმაციისა მხოლოდ ვიზუალური დისკომფორტის გამო ოპერირებულ იქნა, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, მოცულობის ზრდისა და რაოდენობრივი სიჭარბის გამო სიმსივნეში გადაზრდის რისკი არსებობდა ამიტომ დროული რეაგირება სწორი არჩევანი იყო.

კანის ქვეშ დეფორმირებულ და გაზრდილ ვენები სახალხოდ ცნობილია როგორც ლიმფური კვანძები.პროფ. დოქ. ურალოღლუმ თქვა: „კანში აღმოჩენილი დეფორმაციები ძირითადად შეიძლება იყოს: ლიმფური კვანძების ზომაში ზრდა, ლიპომები (ცხიმოვანი ქსოვილები) და ცხიმგროვები, გარდა ამისა სიმსივნის ნაირსახეობებიც, როგორიცაა: ლიპოსარკომა, ავთვისებიანი მეზენსიმული უჯრედოვანი სიმსივნე რომლებიც იწვევს კანქვეშა ვენების დეფორმაციასა და მოცულობაში ზრდას. ზოგადად აღნიშნული პროცესი ორგანიზმში უმტკივნეულოდ და სწრაფად მიმდინარეობს, ასევე იწვევს კანის ქსოვილების დარღვევას და დეფორმირებული წილის შეწითლებას. საბოლოოდ მინდა მივმართო ყველა იმ პაციენტს რომელსაც მსგავსი ჩივილები აწუხებთ დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, ვინაიდან ნაადრევი დიაგნოზი სიმსივნის მსგავსი სერიოზული პრობლემების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.