გუმუშანეში, კონკტერულად კი კურტუნის რაიონში მცხოვრებ 81 წლის პაციენტს ჰურემ კარაკაშს 9 წლის წინ ჩატარებული ღია გულის ოპერაციით შეცვლილი აქვს აორტის სარქველი. პაციენტიმოვიდა შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარაბის კლინიკაში, სადაც კარდიოლოგიურ გაყოფილებაში ჩატარებული კივლევების შედეგად დაუდგინდა აორტის სარქველის სტენოზი, განუვითარდა გულის უკმარისობა და ფილტვების შეშუპება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ქოშინი და სუნთვის გაძნელება. გულმკერდის ქირურგიის განყოფილების მიერ ფილტვებდან სითხის დრენირების შემდეგ, პაციენტი გადაყვანილ იქნაკარდიოლოგიურ განყოფილებაში, სადაცმედიცინის დოქტორ, პროფესორ მერიჰ ქუთლუს, მედიცინის დოქტორ, პროფესორ ომერ გედიკლის, კარდიოლოგიის მედდის, ტექნიკოსისა და ანესთეზიოლოგისგან შემდგარი ჯგუფის მიერ, მოხდა 9 წლის წინ ქირურგიული გზით შეცვლილ  აორტის სარქველში ახალი სარქვლის არაქირურგიული გზით ჩასმა (valve in valve).  ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცედურის შემდეგ პაციენტი 1 ღამის განმავლობაში მოთავსებული იყოკარდიო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხოლო 1 ღამე კარდიოლოგიური განყოფილების პალატაში, პაციენტი გაწერსრულადგამოჯანმრთელებული.

მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა მერიჰ ქუთლუმ ჩატარებულ პროცედურაზე შემდეგი განმარტება გააკეთა:

პროცედურა TAVI, აორტის სარქვლისარაოპერაციული ჩანაცვლება, ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ჩვენ ვაყენებთ ახალ სარქველსდაზიანებული აორტის სარქველში. აღნიშნული პროცედურა განსაკუთრებით მიზანშეწონილია ხანდაზმულ პაციენტებსთვის, რომლებსაც აქვთჯანმრთელობის დამატებითი პრობლემები, შეუძლებელია ანესთეზია, შეუსაბამოები არიანოპერაციისთვის და აქვთ აორტის კალციფიკაცია.პროცედურა TAVI, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გრძელდება, ტარდება კორონაროგრაფიის ლაბორატორიაში; ეს არის სტენტირების მსგავსი პროცედურა, რომელსაც ვაკეთებთ ბარძაყის არტერიიდან გულმკერდის გახსნის და გულის გაჩერების გარეშე. პროცედურა ტარდება უანესთეზიოდ, რაც გამორიცხავს ანესთეზიასთან დაკავშირებულ რისკებს, რომელიც შეიძლება განვითარდეს რესპირატორული და თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში. TAVIპროცედურის ჩატარება-არჩატარების საკითხს წყვეტს კარდიოვასკულარული ქირურგიის ფაკულტეტის წევრებისგან შემდგარი საბჭო. საერთო ჯამში, ჩვენი 81 წლის პაციენტის კარდიოლოგიური შეფასებისას, რომელიც ამბულატორიულ კლინიკაში იყო შეყვანილი სუნთქვის უკმარისობის ჩივილით და ცხრა წლის წინ ღია გულის ოპერაციით ჩასმული აორტის ბიოპროთეზული სარქველი, გამოვუვლინეთ მძიმე აორტის სარქვლის სტენოზი და უკმარისობა. წარმატებით ჩავატარეთ აორტის სარქვლის არაოპერაციული ჩანაცვლების (TAVI) პროცედურა ქირურგიულად ჩასმული აორტის სარქვლის შიგნით ახალი სარქვლის მოთავსებით.

„წლებია გულის დაავადებით ვიტანჯები. როდესაც დისკომფორტმა მოიმატა, მივმართე შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევით ცენტრს, ფარაბის ჰოსპიტალს. პროფესორმა მერიჰ კუტლუმ მითხრა, რომ არსებობს პრობლემის მოგვარების არაქირურგიული გზაც. ამან ძალიან გამახარა. მართლაც, როგორც პროფესორმა მერიჰმა თქვა, მე მქონდა ძალიან კომფორტული მკურნალობის პროცესი საავადმყოფოში პროცედურის დაწყებამდე და მის შემდეგ. უსაზღვრომადლიერი ვარ ყველას, ვინც წვლილი შეიტანაჩემს გამოჯანმრთელებაში. ღმერთმა დალოცოს ყველა.“ განაცხადა ჰურემ კარაკასმა.