საქართველოში მცხოვრებ 43 წლის გურამ მალაყმაძეს აღენიშნებოდა სისხლიანი ხველა, ასევე დილის საათებში დიდი რაოდენობით ნახველი. პაციენტის მიერ წარმოდგენილ საქართველოში გადაღებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიაში დაფიქსირდა ბრონქოექტაზიური უბნები, განსაკუთრებით ფილტვის მარცხენა ქვედა წილში, რის საფუძველზეც  პაციენტს ურჩიეს ოპერაცია.

ბრონქოექტაზიისთვის დამახასიათებელია ბრონქების შეუქცევადი გაგანიერება.  ვითარდება ქრონიკული ანთებითი პროცესი, ანთებადი ბრონქული კედელი ხდება ნაკლებელასტიური, რაც იწვევს სასუნთქი გზების გაფართოებას და მოდუნებას. ანთების გამო იზრდება ლორწოს სეკრეციაც, ვინაიდან წამწამოვანი უჯრედები დაზიანებული ან განადგურებულია, ლორწო გროვდება გაფართოებულ სასუნთქ გზებში და ხელსაყრელ გარემოს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის. ბაქტერიები თავის მხრივ აზიანებენ ბრონქების კედლებს და ამგვარად იქმნება მანკიერი წრე ინფექციასა და სასუნთქი გზების დაზიანებას შორის. დაავადებამ  შეიძლება მოიცვას ფილტვის რამდენიმე მიდამო ერთდროულად.

ბატონ გურამს, აღნიშნული ჩივილები მცირე ასაკიდან, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში აწუხებდა, რაც უარყოფითად აისახებოდა  როგორც მისი ცხოვრების ხარისხზე, ასევე  სოციალურ ურთიერთობებზე.  ბატონი გურამი აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად  თურქეთში ჩამოვიდა, კონკრეტულად კი KTU Farabi Hospital-ში.

პროფესორ  ჯელალ თეკინბაშისა და მისი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევებით დადასტურდა ბრონქოექტაზიის დიაგნოზი და დაიგეგმა ოპერაცია, რის შედეგადაც  პაციენტის მარცხენა ფილტვის ქვედა წილი ამოიღეს. ერთდღიანი ინტენსიური თერაპიისა და 2 დღიანი ჰოსპიტალიზაციის შედეგად ბატონი გურამი გამოჯანმრთელდა.

„ჩემმა ახლობლებმა გაიკეთეს ოპერაცია KTU Farabi Hospital-ში, მითხრეს, რომ მათმა ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა და ყველანაირად კმაყოფილები დარჩნენ, ამიტომ გადავწყვიტე მეც KTU Farabi Hospital-ისთვის მიმემართა. ჩემი სიცოცხლე პროფესორ ჯელალ თექინბაშს და მის გუნდს მივანდე, რის შედეგადაც ხველება და სისხლიანი ნახველი  თითქმის გაქრა, ჩემი ცხოვრების ხარისხი ძალიან გაუმჯობესდა. დილით უფრო ბედნიერი ვიღვიძებ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო KTU Farabi Hospital-ის პერსონალს და გულმკერდის ქირურგიის ჯგუფს“. – განაცხადა გურამ მალაყმაძემ.

პროფესორი ჯელალ თექინბაში აღნიშნავს რომ პაციენტს ჰქონდა ბრონქოექტაზია, რომელიც სამ ყველაზე გავრცელებულ ფილტვის დაავადებებს შორის ერთერთია:

“პაციენტის სისხლიანი ნახველის ჩივილის მიზეზი  ფილტვის გარკვეული ნაწილის შეუქცევადი დაზიანება იყო. ამ დაავადების მკურნალობის ერთადერთი და საბოლოო მეთოდი კი  ფილტვის დაზიანებული წილის ქირურგიული ამოკვეთაა. ოპერაცია წარმატებით  ჩატარდა  და პაციენტი სამშობლოში, საქართველოში გავგზავნეთ.

KTU Farabi Hospital-ი,  ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო  ცენტრს მიეკუთვნება  გულმკერდის ქირურგიაში, ისევე როგორც სხვა განყოფილებები. ჩვენ წლების განმავლობაში ვემსახურებით პაციენტებს თურქეთის მრავალ ქალაქში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვართ საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც სამედიცინო ტურიზმის სფეროში ჩვენი მოწინავე  საქმიანობით უზრუნველვყოფთ ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებს სხვადასხვა  ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამჟამად, სამედიცინო ტურიზმის სფეროში პროფესიული ხელშეკრულება სამ კომპანიასთან გვაქვს დადებული, სადაც მომავალ წლებში დიდ წინსვლას  ველით.

გვაქვს ამბიცია რომ  საქართველოს, კავკასიისა და არაბეთის ნახევარკუნძულების  მსგავსად  სამედიცინო ტურიზმით მთელი მსოფლიო მოვიცვათ. ჩვენ გვინდა წვლილი შევიტანოთ როგორც ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ასევე ჩვენი ქვეყნის ლიდერ ქვეყნად ჩამოყალიბებაში სამედიცინო ტურიზმის კუთხით, რომელიც ჩვენი პრეზიდენტის აქტიურობით იქცა სტრატეგიულ სფეროდ მთელ თურქეთში. მაღალი პროდუქტიულობის  მქონე ამ სექტორში მოგებულია როგორც ჩვენი დაინტერესებული მხარეები ტრაპიზონში, ასევე ჩვენი პაციენტები, რომლებიც ხარისხიან ჯანდაცვას იღებენ“. განაცხადა პროფესორმა ჯელალ თექინბაშმა.