შავი ზღვის სახელმწიფო „ფარაბის“ საავადმყოფოსა და სამედიცინო ტურიზმის საერთო ორგანიზებით შეხვედრა განახორციელა ბათუმში.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელიც გაიმართა ბათუმში, სასტუმრო  სპუტნიკში, კომპანია Ayder Health Tourism-ის ორგანიზებით, შეხვედრას 50-ზე მეტი სპეციალისტი ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების მენეჯერი ესწრებოოდა, ბათუმიდან და მიმდებარე ქალაქებიდან, ასევე შეხვედრას ესწრებოდა ბათუმში თურქეთის საკონსულოს ოფიციალური პირები.

შეხვედრა გაიხსნა, ფარაბის საავადმყოფოს თანამშრომელ კომპანიის Ayder Health Georgia-ს მიერ მომზადებულ მოკლემეტრაჟიანი ფილმით, რომელიც საავადმყოფოს შესახებ ინფორმაციას  აწვდიდა ექიმებს.

შავი ზღვისპირა „ფარაბის“ სახელმწიფო საავადმყოფოს   მთავარი ექიმი პროფ. დოქტორი ჯელალ თექინბაში, პედიატრიის დეპარტამენტის ფაკულტეტის წევრი პროფ. დოქტორი ეროლ ერდურანი ოფთალმოლოგიის დეპარტამენტიდან, პროფ. დოქტორი ჰიდაეთ ერდოლი პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის განყოფილებიდან, პროფ. დოქტორი მუჰამმეთ ურალოღლუ სამედიცინო ონკოლოგიის დეპარტამენტიდან, დოქ. ინსტრუქტორი სეჰერ ნაზლი ქაზაზი, უროლოგიის დეპარტამენტიდან, დოქ. ინსტრუქტორი  ქელქე ონურ ქაზაზი  და უფროსი მედდა სევგი დანაჯიმ წარადგინა მომზადებული პრეზენტაციები. პრეზენტაციის შემდეგ  ბითუბი ტიპის შეხვდრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია იმ სფეროების შესახებ, სადაც მათ შეუძლიათ ერთად მუშაობა.

პირველად პრეზენტაცია გააკეთა მთავარმა ექიმმა პროფ. დოქტორმა ჯელალ თექინბაშმა, ტრაპიზონის გაცნობის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ფარაბის საავადმყოფოს შესახებ. საავადმყოფოში არსებული  საწოლების რაოდენობა, ინტენსიური თერაპიის განყოფილების შესაძლებლობები, სამედიცინო აღჭურვილობის ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა. გარდა ამისა, ფარაბის საავადმყოფოში ერთ წელიწადში ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა და ხარისხი, ყოველდღიური ამბულატორიული ვიზიტების რაოდენობა, წლიური სტაციონარული პაციენტების რაოდენობა, ფარაბის საავადმყოფოს კუთვნილი ფაკულტეტის წევრების რაოდენობა (ექიმი, დამხმარე ექიმი), მედდების რაოდენობა და ა.შ. საკადრო ინფორმაციის ხსენებისას მან ფიზიკური შესაძლებლობები წერილობით და ვიზუალურად წარმოადგინა.

მთავარი ექიმი პროფ. დოქტორმა ჯელალ თექინბაშმა ისაუბრა შემდეგ საკითხზე: “სამედიცინო ტურიზმი” ჩვენ ვიცით მისი მნიშვნელობა ჩვენი საავადმყოფოსთვის, ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სარეკლამო საქმიანობას, რომელიც დავიწყეთ ბათუმში, სხვა ქალაქებთან და ქვეყნებთან ერთად. როგორც აქ ვხედავთ (დაკვირვებების ნიადაგზე), ჩვენს მიერ გაწეული ჯანდაცვის სერვისები ასევე სერიოზულად არის საჭირო თურქეთის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ფინანსური მოგება, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოხდეს პაციენტის გამოჯანმრთელება  ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ვიმედოვნებ, რომ ეს ღონისძიებები ყველასთვის მომგებიანი იქნება. ”.