60 წლის მამაკაცმა, სახელად დაფ ტიდიანმა, მიმართა KTU Farabi Hospital-ს მალიდან, დასავლეთ აფრიკის ქვეყნიდან, ბუნდოვანი ხედვისა და თავის ტკივილის ჩივილებით. ცნობილი გახდა, რომ პაციენტს ადრე ტუნისის კლინიკაში ჩაუტარდა ცხვირის ჰიპოფიზის ჯირკვლის ოპერაცია. პაციენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად ჩატარებული ოპერაციისა იმატა მხედველობის დაბინდვასთან დაკავშირებით ჩივილებმა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მიემართა KTU Farabi Hospital-ის ტვინისა და ნერვის ქირურგიის კლინიკას. კლინიკაში ჩატარებული ნევროლოგიური და თვალის გამოკვლევების დროს დადგინდა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა მხედველობის დაკარგვა, ასევე პაციენტისათვის ჩტარებული ჰიპოფიზის მრტ გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა თვალის ნერვებზე მორეციდივე/ზემოქმედი მასა (მაკროადენომა). აუცილებელი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ პაციენტი გადაყვანილი იქნა საოპერაციოში. ოპერაცია ჩატარებული იქნა ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფ. დრ. ერჰან არსლანისა და ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტის პროფ. დრ. ოსმან ბაჰადირისგან შემდგარი გუნდის მიერ. ოპერაციაზე ჰიპოფიზის ჯირკვალში არსებული სიმსივნე წარმატებით იქნა ამოღებული მიკროსკოპის ქვეშ ცხვირიდან შეყვანით (ენდოსკოპიური ენდონაზალური ტრანსსფენოიდული მიდგომა). პაციენტი, რომლის მხედველობის პრობლემები გაუმჯობესდა ოპერაციის შემდეგ, გაწერილი იქნა გამოჯანმრ\ტელებულ მდგომარეობაში,

 

აღნიშნული დაავადებისა და ოპერაციის შესახებ პროფ. Dr. ერჰან არსლანმა მოგვაწოდა შემდეგი ინფორმაცია:

ჰიპოფიზის ადენომა უმეტესად კეთილთვისებიანი სიმსივნეებია და წარმოიქმნება თავის ქალის ზედაპირზე, თურქულ კეხზე განთავსებული ჰიპოფიზის ჯირკვალიდან. ჰიპოფიზის ჯირკვალი არის 1 სმ ზომის ორგანო, რომელიც მდებარეობს ცალსახად თვალების უკან და პასუხისმგებელია ჰორმონების წარმოქმნაზე. ჰიპოფიზის ჯირკვალი არის ცენტრალური და სასიცოცხლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმში მრავალი ჰორმონის სეკრეციას და ორგანიზმის წყლის ბალანსს. ჰიპოფიზის ადენომების კლინიკური გამოვლინებები, წარმოქმნის ადგილის გათვალისწინებით ძირითადად განსხვავდება ჰიპოფიზის უჯრედის შესაბამისად, მიღწეული სიმსივნის სიდიდისა და იმის მიხედვით აწარმოებენ თუ არა ისინი ჰორმონებს. შესაბამისად, 1 სმ-ზე მცირე დიამეტრის ადენომებს ეწოდება მიკროადენომები, ხოლო 1 სმ-ზე დიდ ადენომებს კი მაკროადენომა. ჰიპოფიზის ჯირკვლის ოპერაციების დროს, სიმსივნის (მაკროადენომა) ევაკუაციისას გასათვალისწინებელი და ყურადსაღები ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა არის შიდა კაროტიდის არტერიები. შიდა საძილე არტერიების დაზიანებას, რომელიც ცნობილია როგორც კისრის საძილე არტერია, შეიძლება მოყვეს სერიოზული შედეგები, მათ შორის დამბლა და/ან სიკვდილი.