​სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს აიდერის მიერ ბათუმში მოწვეულ იქნენ შავი ზღვის ფარაბის საავადმყოფოს კლინიკის ნეიროქირურგი პროფ. ერჰან არსლანი და ასოც. პროფესორი ელიფ აჯარ არსლანი. შეხვედრის მიმართ დიდი ინტერესის გამოჩენის გამო საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ 150-ზე მეტ პაციენტს მოწვეულმა ექიმებმა უფასო კონსულტაციები ჩაუტარეს. პროფ. ერჰან არსლანის და ასოც. პროფესორი ელიფ აჯარ არსლანის განცხადებით: „არ ველოდით პაციენტების ასეთ დიდ ინტერესს, ვფიქრობთ, ეს რეგიონში ჩვენი საავადმყოფოსადმი ნდობის დიდი მაჩვენებელია“.

სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს აიდერის ხელმძღვანელებმა სელამი ჰაშიმოღლუმ და ჰამზა ქოსემ რომლებმაც დაგეგმეს და მოაწყვეს ეს შეხვედრა, თქვეს: ”ჩვენ დავინახეთ პაციენტების დიდი ინტერესი, რამაც გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს. ეს ასახავს იმას, რომ შავი ზღვის კვლევითი ფარაბი საავადმყოფოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი ღირებულება საზოგადოებაში, რის გამოც ჩვენ ვაპირებთ უახლოეს პერიოდში ამ მხრივ ბევრი და კიდევ უფრო წარმატებული ნაბიჯების გადადგმას. მსგავსი შეხვედრები გაიმართება უფრო ხშირად სადაც ჩვენს პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ უფასო კონსულტაციები სხვადასხვა პროფესორ ექიმებთან’’.

შავი ზღვის კვლევითი ფარაბი საავადმყოფოს მთავარი ექიმი პროფ. ჯელალ თექინაბაშ-მა როგორც თქვა: ”ჩვენი რექტორატის წახალისებითა და ინტენსიური მხარდაჭერით, სამედიცინო ტურიზმის სფეროში შავი ზღვის რეგიონის, კავკასიის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებთან მჭიდრო კონტაქტის დამყარების გეგმები დღითი დღე წარმატებით მიმდინარეობს. ჯანდაცვის ტურიზმის კომპანიებთან, რომლებმაც კონტრაქტი გააფორმეს შავი ზღვის კვლევითი ფარაბი საავადმყოფოსთან სამომავლოდ უფრო მჭიდრო ურთიერთობები იქნება დამყარებული რაც უფრო განავითარებს სამედიცინო ტურიზმს.