გულმკერდის დეფორმაციის მქონე ორმა ძმამ 13 წლის სინან თუთუმმა და 11 წლის იუნუს ემრე თუთუმმა მიმართეს ტრაპიზონის შავი ზღვის ფარაბის გულმკერდის ქირურგიის ამბულატორიულ კლინიკას. მათმა მშობლებმა განაცხადეს, რომ მათ აწუხებდათ შვილების ასეთი მდგომარეობა და აღნიშნეს რომ ისინი ძაან მორცხოვბდნენ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე, ზღვის არდადეგებზე და რომ მათ ამ ყველფრის შემდგომ არ ექნებოდათ თავდაჯერებულობა შემდგომ ცხოვრებაში.
ფიზიკური გასინჯვისა და სამედიცინო ანალიზების შემდეგ ორ ძმას დაუდგინდა “მტრედის მკერდი”. ორი ძმის ოპერაცია; პროფ. ჯელალ თექინბაშმა, ასოცირებულმა პროფ. ბექირ სამი კარაპოლათმა და ათილა თურქილმაზის გუნდმა ჩაატარეს. ექიმების გუნდმა აბრამსონ ტექნიკის საშუალებით ჩატარეს ოპერცია რომელიც ტოვებს ძალიან მცირე კვალს ძალიან კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია აღმოჩნდა შავი ზღვის ფარაბი საავადმყოფოსთვის. ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ ძმები ერთ ოთახში იყვნენ და ოპერაციიდან 3 დღის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს. 1 თვიანი პოსტოპერაციული მეთვალყურეობისას ძმებმა და მათმა ოჯახმა განაცხადეს, რომ ძალიან კმაყოფილი იყვნენ ოპერაციის შემდეგ გულმკერდის კედლის დეფორმაციის სრული გაქრობით და რომ უფრო პოზიტიურად უყურებდნენ ცხოვრებას.
პროფ. ბექირ სამი კარაფოლატმა განაცხადა, რომ ამ დაავადებისა და ჩატარებული ოპერაციების შესახებ: „Pectus Carinatum’’ იგივე (მტრედის მკერდი) არის გულმკერდის კედლის საერთო თანდაყოლილი დეფორმაცია და ვლინდება გულმკერდის კედლის შეშუპებითა და წინა ამოფრქვევით, გამოწვეული პათოლოგიური ზრდის შედეგად. ნეკნების ხრტილები და ბოჭკოვანი დაფა, ეს შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი. მიუხედავად იმისა, რომ Pectus Carinatum დაავადების გამომწვევი ფაქტორები ზუსტად არ არის ცნობილი, ოჯახური ისტორია გამოვლენილია შემთხვევების 25%-ში. Pectus Carinatum დაავადებას შესაძლოა ახლდეს სქოლიოზი 15%-ში და თანდაყოლილი გულის დაავადება 18%-ში. დეფორმაცია ჩვეულებრივ ვლინდება მოზარდობის აქტიური ზრდის დროს. ამ შემთხვევებში, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ჩნდება გულმკერდის არანორმალური გარეგნობა და შედეგად გამოწვეული ფსიქოსოციალური პრობლემები, როგორიცაა მორცხვობა, თავდაჯერებულობის ნაკლებობა, შფოთვა, მოტივაციის ნაკლებობა და გაურკვევლობა. ფაქტობრივად, შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომოა, მაგრამ ჩივილები, როგორიცაა ქოშინი, დაღლილობა და გულმკერდის ტკივილიც შეიძლება შეგვხვდეს. ამ დეფორმაციის ქირურგიული კორექცია ხშირად კეთდება გარეგნული კოსმეტიკური დარღვევებისა და ფსიქოსოციალური პრობლემების გამო. განაცხადა.