არლენ აბდიმალიკოვი რომელიც ოჯახთან ერთად ყირგიზეთში ცხოვრობს დაუდგინდა ჰიპერეოზინოფილური სინდრომი რომელიც ყირგიზეთში 10 მილიონიდან 3 ადამიანშია დაფიქსირებული. 16 წლის პაციენტს დაახლოებით 4 წლის წინ დაეწყო ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარი და დიარეა. K.T.Ü FARABI საავადმყოფოში წარმატებით დასრულებული მკურნალობის შემდგომ კი ყირგიზელი პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა.
ყირგიზეთის ჯანდაცვის დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაყვანილი აბდიმალიკოვის დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა. ყირგიზეთის ექიმის რეკომენდაციით აბდილმალიკოვმა K.T.Ü FARABI Hospital-ს მიმართა. ჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროფესორ მეჰმეთ სონმეზის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარებული გამოკვლევებისა და კონტროლის დროს დადგინდა რომ აბდილმალიკოვს ჰქონდა ჰიპერეოზინოფილური სინდრომი რომელიც ჰემატოლოგიაში მხოლოდ 10 მილიონიდან 3 ადამიანს ახასიათებს.
მკურნალობის ეტაპის დაწყების შემდეგ გამოჯანმრთელებული აბდიმალიკოვი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.
პროფსორმა სონმეზმა განაცხადა რომ ყირგიზეთში ამ დაავადების დიაგნოზის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან ყირგიზეთში სამედიცინო დაწესებულებები არ არის ისე განვითარებული, როგორც თურქეთში. ექიმის განცხადებით აბდილმალოკოვს გაუკეთთა დიაგნოსტიკური შეფასება და მისი მკურნალობა მაშინვე დაიწყო. ამ დროისთვის პაციენტი კარგად არის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არავითარი ჩივილები არ აქვს და შემდგომ მკურნალობას გაგრძელებს თავის ქვეყანაში.
ჰიპერეოზინოფილური სინდრომით გამოწვეული ყველაზე მწვავე ჩივილი იყო გამონაყარი, დიარეა და სხვადასხვა ალერგიული რეაქციები, სონმეზმა თქვა, რომ პაციენტს ყველა ეს ჩივილი აულაგდა და თავს უკეთესად გრძნობს.
აბდილმალიკოვი 3-4 წელია რაც ამ დაავადებას ებრძვის მაგრამ დიაგნოზი ვერ დაუსვეს, თურქეთში კი ერთ კვირაში მოხდა დიაგნოსტიკა. ეს არა გენეტიკური არამედ შეძენილი დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ექიმის განაცხადებით, პაციენტისთვის ქიმიოთერაპია არ ჩაუტარებიათ, პროცესი უფრო პრაქტიკული და უვნებელი მკურნალობით დაიგეგმა, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა რადგან პაციენტის ორგანიზმი ახალგაზრდა იყო და შეძლო დაავადებასთან შებრძოლება. შემდგომ მკურნალობას იქაურ ჰემატოლოგ მეგობრებთან ერთად გავაგრძელებთ, მაგრამ პაციენტის მთავარი კონტროლი ჩვენს კლინიკაში უნდა განხორციელდეს განაცხადა პროფესორმა სონმეზმა.
სონმეზმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრაპიზონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქია ჯანდაცვის ტურიზმის თვალსაზრისით და ტრაპიზონის ჯანმრთელობის დაწესებულებების შესაძლებლობები მაღალ საფეხურზეა და ისინი მზად არიან გაუწიონ მომსახურება ყველა ადამიანს, ვინც საჭიროებს ამას.
არლენ აბდიმალიკოვმა ასევე განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია მისი გამოჯანმრთელებით, ’’ჩემი დაავადება ძალიან რთულია ისეთი რომ, ხანდახან სუნთქვაც კი მიჭირდა. ძალიან მიხარია, რომ აქ ჩამოვედი და მადლობას ვუხდი ყველას. ყირგიზეთის პროფესორებმა გვირჩიეს რომ აქ ჩამოვსულიყავი. იქ ექიმების დანაშაული არაფერია უბრალოდ, დროულად და სწორად ვერ ახერხებდნენ დიაგნოსტიკას რადგან ჰქონდათ საკმარისი რესურსები და სამედიცინო ტექნოლოგიები’’.
მამა არმან აბდიმალიკოვმა განაცხადა, რომ თურქეთი ჯანდაცვის სფეროში ძალიან ძლიერია და ძალიან მადლობელია ყველასი, ვინც მათ დაეხმარა შვილის გამოჯანმრთელებაში.