საქართველოდან ტრაპიზონში ჩასული პაციენტი 26 წლის მამაკაცი, სახელად გოჩა შანთაძე, სუნთქვის გაძნელების, მუდმივი ცხვირის შეშუპებისა და ცხვირის დეფორმაციის გამო ტრაპიზონის შავი ზღვის საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის პოლიკლინიკას მიმართა. სრულიად გამოჯანმრთელებულია. გამოკვლევებისა და ანალიზების შედეგად პაციენტის ცხვირის ხრტილსა და ძვლებში მნიშვნელოვანი დეფექტი გამოვლინდა. პროფესორი სელჩუკ არსლანის და მისი გუნდის მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაციის “სეპტორინოპლასტიკის” შემდეგ პაციენტს ჯანმრთელობა დაუბრუნდა.
ოპერაციის შემდეგ შანთაძემ თქვა: „მივხვდი, რომ მთელი ჩემი სუნთქვის პრობლემები და ოპერაციის შიში ფუჭი იყო. ძალიან უხერხულად ვიყავი ცხვირის დეფორმაციის გამო, ასევე მქონდა სუნთქვის გაძნელება. ამ ოპერაციის შემდეგ ცხვირის დეფორმაციაა აღარ მაქვს, გამომისწორდა სუნთქვის პრობლემაც. ჩემმა ექიმმა განაცხადა, რომ ჩემი გამოსახულება კიდევ უკეთესი იქნება 6 თვის შემდეგ. საავადმყოფოს პერსონალის თბილი მიდგომითა და ბატონი სელჩუკის დამსახურებით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამისთვის დიდი მადლობა ყველას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი ჩივილები აქვთ, შეუძლიათ ტრაპიზონში ჩამოსვლა და მკურნალობა.
პროფესორ სელჩუკ არსლანის განცხადებით: „როდესაც ჩვენი პაციენტი მოვიდა ჩვენთან, მან თქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა სუნთქვის პრობლემა და ცხვირის დეფორმაცია. სეპტორინოპლასტიკის ოპერაციით მეშვეობით ჩვენ ეს ორივე პრობელმა მოვუხსენით და ის სრულიად ჯანმრთელი გავწერეთ სახლში.
პროფესორმა სელჩუკ არსლანმა აქვე დაამატა და თქვა ისიც რომ „სეპტორინოპლასტიკა არის ოპერაცია, რომელიც ტარდება როგორც ცხვირის ფუნქციების, ასევე ესთეტიკური პრობლემების გამოსასწორებლად. ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ჩატარებული ამ პროცედურის საშუალებით ჩვენ ვასწორებთ ცხვირის შეშუპებას და სუნთქვის პრობლემებს ხრტილისა და ცხვირის შუა ნაწილის შემქმნელი ძვლის გამრუდების და ცხვირის კონქაში არსებული პრობლემების გამოსწორებით. იმავე სესიაზე ჩვენ ასევე აღმოვფხვრით ისეთ დეფორმაციას, როგორიცაა ცხვირის მაღალი თაღი, გამრუდება, ცხვირის დაბალი წვერი, რომელიც შესამჩნევია გარედან. ამ ოპერაციით ჩვენს პაციენტს, რომელსაც ცხვირის აშკარა დეფორმაცია ჰქონდა და ასევე უჩივოდა ცხვირის შეშუპებას, ოპერაციით მოვახერხეთ, როგორც ესთეტიურად ლამაზი გარეგნობის შექმნა, ასევე სუნთქვის პრობლემის გამოსწორებაც. ჩვენს პაციენტს ვურჩიეთ, რომ მომდევნო პერიოდში ცოტა ხნით დაეცვა ცხვირი უხეში მოპყრობითა და მირტყმით რადგან ცხვირს არ შეეცვალა ფორმა ჩვენ მრავალი წელია წარმატებით ვაკეთებთ სეპტორინოპლასტიკის ოპერაციებს ტრაპიზონის შავი ზღვის ფარაბი ჰოსპიტალში და ვახერხებთ ყველა პაციენტის გაბედნიერებას.