აზერბაიჯანელი თურქი პაციენტი, რომელსაც ძვლის ტვინის გადანერგვა გაუკეთდა, ასე უწოდეს

ტრაპიზონის  შავი ზღვის ფარაბი საავადმყოფოს პაციენტი, სახელად ფაჰრანდა მუსტაფაევა, 64 წლისაა და 46 წლია დაწყებითი სკოლის მასწავლებელია, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალში. ის ტრაპიზონის ფარაბი საავადმყოფოში ჩამოვიდა და ძვლის ტვინის გადანერგვა ჩაუტარდა.

ფაჰრანდა მუსტაფაევამ, რომელმაც მიმართა სტომატოლოგს ამოღების შედეგად შეშუპებით გამოწვეული ტკივილის გამო, გაიგო, რომ მისი პრობლემა არ იყო  კბილით გამოწვეული და რომ დაავადება სახელწოდებით მრავლობითი მიელომა გამოწვეული იყო ძვლის ჩარევით.

აზერბაიჯანში მკურნალობის შემდეგ, პაციენტს, რომელსაც რეკომენდაცია გაუწიეს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაზე, აზერბაიჯანელმა ექიმებმა კარგი რეკომენადიცა გაუწიეს ტრაპიზონის შავი ზღვის ფარაბის საავადმყოფოს მედიცინის ფაკულტეტს, ჰემატოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელი პროფ. მეჰმედ სონმეზს და პაციენტი გადაამისამართეს ტრაპიზონში. პაციენტმა, რომლის მკურნალობაც წარმატებით დასრულდა და გაწერეს, თქვა: “მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი საავადმყოფოს მთელი პერსონალით, განსაკუთრებით მეჰმეთ ჰოჯათი. დაე, ღმერთი იყოს ყველა მათგანით კმაყოფილი. დაე, თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ყოველთვის მყარად იდგეს.” განაცხადა პაციენტმა.

პროფ. მეჰმეთ სონმეზმა განაცხადა, რომ „ჩვენ პაციენტითვის ყველაფერი გავაკეთეთ რომ ის ჯანმრთელად დავბრუნებულიყო თავის ქვეყანაში. ამიერიდან ჩვენ მივყვებით პროფესიულ საქმიანობაში მეგობარ ქვეყნის აზერბაიჯანელ ექიმებს და ვითანამშრომლებთ ერთად.  ტრაპიზონის შავი ზღვის ფარაბი საავადმყოფოს ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი რეგიონში ვართ ჩვენ. ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ჰოსპიტალისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის პროექტის განხორციელების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ უფრო სრულყოფილად გავუწიოთ მომსახურება მეტ პაციენტს. ვიმედოვნებთ, რომ ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური საავადმყოფოსა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის მშენებლობა რაც შეიძლება მალე დაიწყება “.

პროფ. ექიმი. ადნან ჩალიკი თავის პაციენტებს ბათუმში შეხვდა

სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს ორგანიზებით შავი ზღვის ფარაბის საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის პროფ. ადნან ჩალიქი თავის პაციენტებს ბათუმში შეხვდა. შეხვედრის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მობრაძანებულმა ადამიანმა. 50-ზე მეტს პაციენტს საშუალება ჰქონდა, მათ ჯანმრთელობსთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ესაუბრათ ექიმთან და მიეღოთ ადნან ჩალიქისგან რჩევები. ადნან ჩალიქთან პაციენტების კონსულტაციების გარდა, გაიმართა შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 10 ექიმთან. პროფესორმა ადნან ჩალიქმა თქვა: „ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს მეზობელ საქართველოში ჯანდაცვის სერვისების საჭიროებაა ამ მხრივ ვაგრძელებთ ჩვენი მეზობელი ქართველი ხალხის დახმარებას ყველანაირი საშუალებით. დღეს ჩვენ შევხდვით პაციენტებს, რომლეთა კითხვებიც ბევრ სფეროს ეხებოდა. შავი ზღვის ფარაბი საავადმყოფო არის ახალი ტექნოლოგიებითა და სამედიცინო სერვისებით აღჭურვილი საავადმყოფო ტრაპიზონში. ამგვარად, მათ შეეძლებათ ადვილად მიმართონ სხვა დისციპლინებთან დაკავშირებულ შესაბამის ექიმებს “.

პაციენტი, რომელიც პირის ღრუს სიმსივნის გამო წყალს ვერ სვამდა, შავი ზღვის ფარაბის საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციით აღიდგინა ჯანმრთელობა.

65 წლის მაჰმუთ ბურჰანის, რომელსაც ექვსი თვის წინ დაეწყო ჭრილობები  პირის ღრუში, რომელიც გადაედო, გავრცელდა ტუჩებზე რითაც საჭმლის ჭამის და ყლაპვის პრობლემა შეექმნა. მაჰმუთ ბურჰანმა მიმართა შავი ზღვის ფარაბის ჰოსპიტალს. ასოც. პროფ. ექ. ბენგუ ჩობანოღლუმ დაადგინა, რომ დაავადება ავთვისებიანი იყო და გავრცელდა კისრის ლიმფურ კვანძებზე და დაიგეგმა პაციენტისთვის ოპერაცია. ანესთეზიოლოგი პროფ. ექ. ბაჰანურ ჩეკიჩი, ყელ-ყურ-ყურ-ცხვირის კლინიკის ლექტორი ასოც. ექ. ბენგუ ჩობანოღლუ-მ და მისმა გუნდმა ჩაატარეს ოპერაცია ყველა დაავადებული წარმონაქმის ამოღება კისრის ლიმფური კვანძების გასაწმენდად. ამავე ქირურგიის სესიაზე, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკის პროფესორი. ექ. მუჰამედ ურალოღლუს მიერ, პაციენტს, რომლის პირის ღრუსა და ტუჩის გარეგნობა კოსმეტიკურად გამოასწორა, მოკლე დროში გამოჯანმრთელდა და მალევე გაეწერა კლინიკიდან.

ოპერაციის შეფასებისას აღნიშნეს რომ „თავისა და კისრის კიბო წარმოადგენს სხეულის ყველა კიბოს მნიშვნელოვან ნაწილს“. ასოც. ექ. ბენგუ ჩობანოღლუმ დაავადების შესახებ სიტყვები ასე განაგრძო:

თავისა და კისრის კიბო შეადგენს სხეულის ყველა კიბოს 9%-ს. როდესაც ვამბობთ თავისა და კისრის კიბოებს, ამ ჯგუფს მიეკუთვნება ტუჩების, ენის, პირის ღრუს, სასის, ლოყის შიდა ნაწილი, ცხვირის ადგილის და ხორხის კიბო. პირის ღრუს კიბო თავისა და კისრის კიბოს სიხშირით მეორე ადგილზეა.

პირის ღრუ,  მოიცავს ისეთ ადგილებს, როგორიცაა ტუჩები, ენა, პირის ღრუს იატაკი, მყარი სასა და ლოყის ლორწოვანი გარსი,  თავისა და კისრის სხვა სიმსივნეებთან შედარებით უფრო რისკოვანია.

ამ პაციენტების მკურნალობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაავადების სტადიისთვის შესაბამისი მკურნალობის დადგენა და მკურნალობის დაგეგმვისას ფრთხილად გუნდური მუშაობით პაციენტისთვის ყველაზე შესაფერისი მიდგომის პოვნაა. ჩვენი საავადმყოფოს ფარაბის საბჭო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პაციენტების მკურნალობის შესახებ, რაც საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ერთ-ერთი მოთხოვნაა.

ონკოლოგიურმა საბჭომ, სამედიცინო ონკოლოგიის, პათოლოგიის, რადიოლოგიისა და რადიაციული ონკოლოგიის ინსტრუქტორების მონაწილეობით შეიკრიბა და მიიღეს გადაწყვეტილება  ამ პაციენტის მკურნალობის მეთოდზე.

“მინდა აღვნიშნო, რომ; პირის ღრუში შეუხორცებელი ჭრილობების დროს უნდა გაიაროთ კონსულტაცია ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან და აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდეს ბიოფსია. თუ ის ადრეულ სტადიაზეა დაფიქსირდა, პაციენტის დაავადებისგან  გადარჩენის ალბათობა აღწევს 80%-ს. რაც შეეხება მაჰმუთ ბურჰანს, ჩვენი პაციენტის ქირურგიული მკურნალობა მაქსიმალურად სათანადოდ დასრულდა. ექიმებმა დეტალურად განიხილეს მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები და  მკურნალობა გაგრძელდა მაღალი შედეგით“.

მაჰმუთ ბურჰანმა, რომელიც გამოწერის ეტაპზე მოვიდა და ჯანმრთელობა აღიდგინა, ამბობს: “ადრე დიდად არ მივაქციე ყურადგება ჩემს დაავადებას, მაგრამ მას შემდეგ რაც ჭრილობა ტუჩებთან გადმოვიდა და წონაში საგრძნობლად დაკლება დავიწყე განსაკუთრებით მაისის შემდეგ მივმართე ექიმს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პერსონალს, ვინც საავადმყოფოში მიმართვის დღიდან ზრუნავს ჩემზე. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ექიმებს, ქალბატონ ჯერენს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ოპერაციაში და ასოც. პროფ. ექ. ბენგუ ჩობანოღლუს, მადლობა მათ რომ  დღეს ჯანმრთელი ვარ. ახლა კარგად ვარ და საბედნიეროდ   ჭამაც დავიწყე“. განაცხადა მაჰმუთ ბურჰანმა.

ბაღდადიდან ჩამოსულმა პაციენტმა შვება ტრაპიზონში ნახა

მას შემდეგ რაც ჩვენმა ჰოსპიტალმა მიიღო ჯანდაცვის ტურიზმის ავტორიზაციის სერტიფიკატი, მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაუტარდა პირველ საერთაშორისო პაციენტს. ოპერაცია, სახელწოდებით მაჟორი (ჯგუფი A), ჩაუტარდა ერაყიდან ჩამოსულ 45 წლის პაციენტს, სახელად მაჰმუდ ფახრი.

ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან ჩამოსულ 45 წლის 2 შვილის მამას, რომელსაც საყლაპავის სიმსივნე დაუდგინეს, ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, საყლაპავის სიმსივნის ოპერაცია, რომელიც დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა, წარმატებით ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანილი პაციენტის მკურნალობა ამ დრომდე გრძელდება.

ოპერაცია კტუ ფარაბის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა პროფ. Dr. Celal TEKİNBAŞ-ის ხელმძღვანელობით პროფ. Dr. Atila TÜRKYILMAZ და Dr. გუნდმა, მათ შორის Alaattin BURAN-მა შეასრულა. პროფ. Dr. Celal TEKİNBAŞ-მა თქვა: ”ჯანმრთელობის ტურიზმის ავტორიზაციის სერტიფიკატის მიღების შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა,რაც ჩვენი,კტუ ჰოსპიტალის და მთლიანად ქვეყნის სახელს უკავშირდება.. ამ კონტექსტში, საყლაპავის სიმსივნის გამო წინა დღეს ერაყიდან ჩვენს საავადმყოფოში მოსულ პაციენტს ჩავუტარეთ წარმატებული ოპერაცია, რომელიც დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. ჩვენი პაციენტის პოსტოპერაციულ დაკვირვებაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა და ჩვენ ვაგრძელებთ თვალყურს ძალიან ჯანსაღად. ჩვენი პაციენტის გაწერას ვგეგმავთ 4-5 დღის შემდეგ. ვისურვებდი, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, დასაწყისი იყოს ყველა პაციენტისთვის ახლო და შორეული ქვეყნებიდან, რომლებსაც განკურნება სჭირდებათ.”

KTU Farabi Hospital-ის გუნდები, რომლებმაც ჩაატარეს ეს და მრავალი მსგავსი რთული ოპერაცია, მზად არიან გაუზიარონ  ეს დიდი გამოცდილება და კომპეტენცია საერთაშორისო პაციენტებს, რომლებიც შედიან ჯანმრთელობის ტურიზმის ფარგლებში, როგორც სამკურნალო საშუალება.

COVID-19 ინტენსიური თერაპიის მკურნალობით გამოწვეული ტრაქეის სტენოზი ქირურგიულად მოიხსნა.

ჩვენმა 52 წლის მდედრობითი სქესის პაციენტმა, რომელიც მკურნალობდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მექანიკური ვენტილატორით COVID-19 ინფექციით გაწერის 1 თვის შემდეგ გულმკერდის ქირურგიის პოლიკლინიკას მიმართა  ქოშინის ჩივილის გამო.

ჩვენი პაციენტს დეტალური გამოკვლევების შედეგად  ტრაქეაში 4,5 სმ სიგრძის შევიწროება გამოუვლინდა.სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა ტრაქეის სასუნთქი გზებია,ტრაქეის სასუნთქი გზების   გასახსნელად,ხისტი ბრონქოსკოპიის საშუალებით გაფაართოვეს

ჩვენი პაციენტის სუნთქვა პრობლემები დროებით შემსუბუქდა და დეტალური დიაგნოზი დაისვა. გამოკვლევის  შედეგად 2 კვირის შემდეგ დაიგეგმა  შევიწროებული ტრაქეის ოპერაცია.

ჩვენი მთავარი ექიმი პროფ. Dr. ჯგუფის მიერ Celal TEKİNBAŞ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ოპერაციაში, დიდი წარმატებით დასრულდა.ჩვენი პაციენტის ტრაქეის შევიწროებული ნაწილი მოიჭრა და ამოიღეს, ჯანსაღი ბოლოები შეკერეს.პაციენტი, ოპერაციიდან მხოლოდ  5 დღე იმყოფებოდა საავადმყოფოში, გამოჯანმრთელდა.ამ ეტაპისათვის პაციენტს არ აქვს პრობლემა მომდევნო 10-დღიან და 2-თვიან დაკვირვებაში.

პანდემიის პერიოდში გაიზარდა პაციენტთა რიცხვი, რომლებიც იღებენ სუნთქვის მხარდაჭერას მექანიკური ვენტილაციის საშუალებით. პაციენტების დაახლოებით 5%-ს, რომლებიც იღებენ ამ მკურნალობას, შეიძლება განუვითარდეს ტრაქეის სტენოზი. ამ შემთხვევებში, საბოლოო მკურნალობა არის ოპერაცია, რომელიც ხორციელდება ტრაქეის სტენოზის მოჭრისა და მოხსნის შემდეგ ორი ჯანსაღი ბოლოების ერთად შეკერვით. KTU Farabi Hospital არის გამოცდილი ცენტრი, რომელიც წარმატებით მკურნალობს ამ შემთხვევებს.

საბედისწერო კისტა გულიდან წარმატებით ამოიღეს !

გასული წლის დეკემბერში სამსახურის მისაღებად  34წლის პაციენტმა  ბ.ბ.-იმ
ართვინის სახელმწიფო საავადმყოფოს მიმართა, სადაც  ექო-კარდიოგრაფიის გადაღების შემდეგ გულში კისტა დაუდგინდა.პაციენტი,სასწრაფოდ გადაიყვანეს ჩვენს საავადმყოფოს გულ-სისხლძარღვთა ქირურგიულ  განყოფილებაში.გამოკვლევების თანახმად კისტა რომელიც გულში ჰქონდა  ცხოველიდან ადამიანზე გადამდები პარაზიტის სახელწოდებით „ექინოკოკის“ გამო განუვითარდა.კისტა,რომელიც გულის ღრუს მთლიანად ავსებდა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა,  ღია გულის ქირურგიის მეთოდით მისი ამოღება გადაწყვიტეს.

წარმატებული ოპერაციის შედეგად პაციენტი, რომელსაც გულიდან კისტა ამოუღეს, ოპერაციიდან 4 დღის შემდეგ სახლში გაწერეს. გამოკვლელებში კარგად ჩანს   რომ მის მისი პრობლემები გულთან დაკავშირებით სრულიად მოგვარებულია.

Dr. Ahmet Coşkun ÖZDEMİR-მა  ოპერაციის შემდგომ განაცხადა რომ კისტა ზოგიერთი პარაზიტის საშუალებით რომელიც ცხოველებიდან ადამიანზე გადადის იშვიათი არაა.თუმცა, ეს კისტები ჩვეულებრივ ღვიძლში და ფილტვებში არის განლაგებული,  ამათგან პაციენტების  1%-ში გულში ვლინდება.

ასევე პროფ. Dr. Ahmet Coşkun ÖZDEMİR-მა განცხადა რომ კისტა  პაციენტში გულის მარჯვენა პარკუჭში მდებარეობდა და ამიტომაცაა ეს შემთხვევა მსოფლიოში ძალიან იშვიათი.

პაციენტი გულში სიცოცხლისვის სახიფათო  დაავადებით ცხოვრობდა, თუმცა ამის შესახებ დღემდე  არაფერი იცოდა.პაციენტი ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა  რადგან  კისტა დღემდე რომ არ გაუსკდა. მისი ჯანმრთელობა ოპერაციით აღვადგინეთ. ასევე გირჩევთ     რომ ვინც მეცხოველეობას ეწევით , ჰიდატიდური კისტის მხრივ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

წარმატებით განიკურნა პაციენტი რომელსაც აღენიშნებოდა სისხლდენა და სიცხეები და ასევე დადასტურებული ჰქონდა როგორც კოვიდ-19 ასევე ქირიმ კონგოს დაავადებები

ჩვენ, როგორც ჯანდაცვის საზოგადოება, 2019 წლის დეკემბრიდან ვიბრძვით COVID-19 პანდემიასთან. როგორც კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარაბის საავადმყოფო, ინფექციური სნეულებებისა და კლინიკური მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი, ჩვენ მივაღწიეთ დამაკმაყოფილებელ შედეგებს ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამ პანდემიის პერიოდში, COVID-19-ის გარდა სხვა ინფექციური დაავადებები გვხვდებოდა,როგორიცაა “ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF)”, რომელიც წარმოადგენს ენდემურ/გავრცელებულ და მნიშვნელოვან ჯანმრთელობის პრობლემას ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის, ერთ-ერთი წამყვანია. მოგეხსენებათ, CCHF არის ზოონოზური ინფექციური დაავადება, რომელიც ადამიანზე გადადის ძირითადად ტკიპებით.

CCHF-მა ჩვენს ქვეყანაში პირველად მიიპყრო ყურადღება ტოკატის პროვინციაში და მის გარშემო დაფიქსირებული შემთხვევებით და ცნობილია, რომ ის ხშირად გვხვდება ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილებში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონებში და აღმოსავლეთის ჩრდილოეთ ნაწილებში.  ადამიანები ინფიცირდებიან, როდესაც ინფიცირებული ტკიპები სხეულზე მიმაგრდებიან და ავრცელებენ მიკრობს, რომელსაც ისინი ატარებენ მათი ნაკბენის შედეგად. მიკრობის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება მოხდეს ძირითადად ინფიცირებული ადამიანის სისხლით ან, უფრო იშვიათად, რესპირატორული კონტაქტით.

კლინიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი და სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომია სისხლდენა და ზოგჯერ შეიძლება დაემატოს ცნობიერების დაკარგვა და შოკი, რასაც ფატალური შედეგები მოჰყვება. გარდა ამისა, დაავადება თავდაპირველად შეიძლება დაიწყოს მრავალი განსხვავებული ნიშნით და სიმპტომებით, როგორიცაა სისუსტე, ცხელება, თავის ტკივილი, კუჭის, ყელის, კუნთების სახსრების ტკივილი, თვალების სიწითლე და დიარეა. პანდემიის პერიოდში COVID-19-ის გამო დიფერენციალური დიაგნოზი ფრთხილად უნდა ჩატარდეს.

ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები ხშირად ჩანს, განსაკუთრებით ორივე დაავადების საწყის სტადიაზე; თუმცა, CCHF პაციენტებში სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან სისხლდენა შედარებით უფრო ხშირი და ჩვეულებრივ მოსალოდნელი აღმოჩენაა. ამ მიზეზით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სისხლის ელემენტები, როგორიცაა თრომბოციტები, დაუყოვნებლივ დაემატოს CCHF-ის მქონე პაციენტებს. მეორეს მხრივ, რესპირატორული პრობლემები, როგორიცაა ქოშინი და ხველა, უფრო თვალსაჩინოა COVID-19-ის მქონე პაციენტებში და შეიძლება იყოს საკმარისად სერიოზული, რომ საჭირო გახდეს ინტენსიური თერაპიის მხარდაჭერა.

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ შემთხვევებისთვის სიკვდილის საშუალო რისკი დაახლოებით 5%-ია. CCHF შემთხვევები იწყება ზაფხულის თვეებში, განსაკუთრებით ბუნებასთან და ტკიპებთან კონტაქტის გაზრდის გამო. პანდემიის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული იზოლაციისა და შეზღუდვის ზომების მიუხედავად, ბოლო 2 თვეში CCHF-ის შემთხვევების მზარდი რაოდენობა შეგვხვდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა სოფლები და პლატოები, სამწუხაროდ, განიხილება, როგორც იზოლაციისგან თავის დაღწევა. მიუხედავად იმისა, რომ წელს დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევები ჩვენი ქვეყნიდან, არ ყოფილა ფატალური შემთხვევა CCHF შემთხვევებს შორის, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებოდით.

დღევანდელი პანდემიის დროს ძალიან საინტერესო პაციენტიც შეგვხვდა. 60 წლის პაციენტში, რომელიც ჩამოვიდა გუმუშჰანედან ამ თვეში ისეთი ჩივილებით, როგორიცაა ცხელება, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება, “COVID-19” და “CCHF” დიაგნოზი .ჩვენი გუნდისა და ასოცირებულ პროფესორ სელჩუკ კაიას ხელმძღვანელობით პაციენტის  ზოგადი მდგომარეობა სწრაფად შეიცვალა. სისხლის მაჩვენებლები გაუმჯობესდა მკურნალობის დროს, გამოჯანმრთელდა 10-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ინტენსიური თერაპიის საჭიროების გარეშეც კი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვურჩევთ  ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს დაიცვან  ჰიგიენა, ნიღაბი და სოციალური დისტანცია. განსაკუთრებით სოფლად, ბუნებასთან კონტაქტში მყოფ სიტუაციებში/აქტივობებში მაქსიმალურად უნდა იყოს ჩაცმული ღია ფერის ტანსაცმელი .

გარდა ამ ზომებისა, ჩვენ გთხოვთ, რომ მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ტკიპებთან კონტაქტის თავიდან აცილებას და მასთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომებს ისეთი მნიშვნელოვანი ზოონოზური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, როგორიცაა CCHF, და დაუყოვნებლივ მიმართონ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

ტრანსკონტინენტური ორგანოს გადანერგვა ჩვენს საავადმყოფოში.

სამერ რამადანი, 60 წლის ლიბანელი წარმოშობის აშშ-ს მოქალაქე, რომელმაც ჩვენს საავადმყოფოს თირკმლის გადანერგვისთვის მიმართა თირკმლის უკმარისობის გამო, წარმატებული თირკმლის ტრანსპლანტაცია გაიარა KTU Farabi საავადმყოფოში. პაციენტის თირკმლის დონორი ბიძაშვილი, საფრანგეთის მოქალაქე ტალატ კაბაბარა, პარიზიდან ჩამოვიდა და თირკმელი ბიძაშვილს აჩუქა. პროფ. Dr. შუკრუ ულუსოის ხელმძღვანელობით პაციენტების გადაყვანისთვის მზადება ჩატარდა ნეფროლოგიის განყოფილების მიერ.

ორგანოთა გადანერგვისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურებისა და გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ  64 წლის ბიძაშვილი სრული დონორი იყო, ანუ თირკმელი თავსებადია ტრანსპლანტაციისთვის.

საჭირო ქირურგიული პრეპარატების ჩატარების შემდეგ,  პაციენტი, რომელიც დონორი გახდა, პირველად ჩვენს ჰოსპიტალში და აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში, დონორი პაციენტის თირკმელი ამოიღეს სრული ლაპაროსკოპიული დონორული ნეფრექტომიის ოპერაციით, Dr. İlke Onur KAZAZ და Dr.   Fatih ÇOLAK-ის მიერ. (ოპერაცია,  გულისხმობს თირკმლის მცირე ჭრილობის ამოღებას დახურული ქირურგიის მეთოდით, ადრე კეთდებოდა ხელის დახმარებით). თირკმლის ამოღებას ხელმძღვანელობდა პროფ. Dr. სერდარ თურკილმაზი თავის გუნდთან  და  დოქტორ Arif Burak ÇEKİÇ, ასოც. Dr. İlke Onur KAZAZ, Fatih ÇOLAK – თან ერთად.პაციენტი წარმატებით გადაიყვანეს პალატაში,ინსტრუქტორი  პაციენტი იმყოფება ყოველდღიური დაკვირვების ქვეშ.პაციენტის მდგომარეობა დღითი-დღე უმჯობესდება და მალე მისი გაწერაც იგეგმება.

გოგონა რომელიც ხერხემლის გამრუდება ჰქონდა 5-საათიანი ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელდა.

სქოლიოზი, გულმკერდის ან წელის არეში ხერხემლის  გამრუდებაა. შესაძლებელია როგორც მარტო ასევე კეხთან ერთად გამოვლინდეს. ასეთ შემთხვევას  კიფოსკოლიოზს უწოდებენ. ეს დავადება რაიმე მიზეზის გარეშე ყველაზ ხშირად მოზარდებში ვლინდება. უმეტეს შენთხვევაში კი გოგონებში .პაციენტში  შესაძლებელია კოსმეტიკური პრობლემები და ტკივილები  აღენიშნოს. გამწვავებულმა სქოლიოზმა კი  ფილტვის დავადებებიც შეიძლება გამოიწვიოს.

სქოლიოზის დიაგნოსტირება შესაძლებელია რენტგენოგრაფიით, რომელიც  გამრუდების კუთხის გაზომვა რენტგენოგრაფიაზე აღენიშნება. ძირითადად პაციენტის მკურნალობა ამ სპექტის მიხედვით ხდება. გართულებული  სქოლიოზისათვის საჭიროა ოპერაცია.

თირკმლში დიდი მასის მქონე პაციენტი გადაარჩინეს

კიდევ ერთი საკმაოდ კრიტიკული ოპერაცია KTU Farabi Hospital-ში წარმატებით ჩატარდა. 58 წლის სა. მამრობითი სქესის პაციენტზე ჩატარებული გამოკვლევებით მარჯვენა თირკმელში 35 სანტიმეტრიანი მასა გამოვლინდა. დაფიქსირდა, რომ მასა ვრცელდებოდა მუცლის ღრუს სხვა შინაგან ორგანოებზე. მასასთან ერთად ამოიღეს პაციენტის მარჯვენა თირკმელიც, რომლის ოპერაციის გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. ოპერაციის ჩატარებისას ფაკულტეტის პროფესორ – დოქტორი  İlke Onur KAZAZ. ასევე ფაკულტეტის  პროფესორ – დოქტორი  ფატიჰ ჩოლაკმა და მისმა გუნდმა განაცხადეს, რომ ოპერაციას დაახლოებით 3 საათი დასჭირდა და წარმატებით დასრულდა. ჩვენი პაციენტი გაწერეს ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ.

პროფესორ – დოქტორი  ილკე ონურ კაზაზმა განაცხადა, რომ თირკმელების მეტასტაზური სიმსივნეები ფარაბის საავადმყოფოს უროლოგიურ კლინიკაში ღია და დახურული ქირურგიული მეთოდებით მკურნალობენ,რასაც დადებით გავლენას ახდენას   ჩვენი პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. Dr. პროფესორ – დოქტორ  KAZAZ-მა განაცხადა, რომ მრავალი მსგავსი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა KTU Farabi უროლოგიური კლინიკის მოწინავე ტექნოლოგიებისა და გამოცდილი ქირურგების წყალობით.

1 2 3