65 წლის მაჰმუთ ბურჰანის, რომელსაც ექვსი თვის წინ დაეწყო ჭრილობები პირის ღრუში, რომელიც გადაედო, გავრცელდა ტუჩებზე რითაც საჭმლის ჭამის და ყლაპვის პრობლემა შეექმნა. მაჰმუთ ბურჰანმა მიმართა შავი ზღვის ფარაბის ჰოსპიტალს. ასოც. პროფ. ექ. ბენგუ ჩობანოღლუმ დაადგინა, რომ დაავადება ავთვისებიანი იყო და გავრცელდა კისრის ლიმფურ კვანძებზე და დაიგეგმა პაციენტისთვის ოპერაცია. ანესთეზიოლოგი პროფ. ექ. ბაჰანურ ჩეკიჩი, ყელ-ყურ-ყურ-ცხვირის კლინიკის ლექტორი ასოც. ექ. ბენგუ ჩობანოღლუ-მ და მისმა გუნდმა ჩაატარეს ოპერაცია ყველა დაავადებული წარმონაქმის ამოღება კისრის ლიმფური კვანძების გასაწმენდად. ამავე ქირურგიის სესიაზე, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკის პროფესორი. ექ. მუჰამედ ურალოღლუს მიერ, პაციენტს, რომლის პირის ღრუსა და ტუჩის გარეგნობა კოსმეტიკურად გამოასწორა, მოკლე დროში გამოჯანმრთელდა და მალევე გაეწერა კლინიკიდან.
ოპერაციის შეფასებისას აღნიშნეს რომ „თავისა და კისრის კიბო წარმოადგენს სხეულის ყველა კიბოს მნიშვნელოვან ნაწილს“. ასოც. ექ. ბენგუ ჩობანოღლუმ დაავადების შესახებ სიტყვები ასე განაგრძო:
თავისა და კისრის კიბო შეადგენს სხეულის ყველა კიბოს 9%-ს. როდესაც ვამბობთ თავისა და კისრის კიბოებს, ამ ჯგუფს მიეკუთვნება ტუჩების, ენის, პირის ღრუს, სასის, ლოყის შიდა ნაწილი, ცხვირის ადგილის და ხორხის კიბო. პირის ღრუს კიბო თავისა და კისრის კიბოს სიხშირით მეორე ადგილზეა.
პირის ღრუ, მოიცავს ისეთ ადგილებს, როგორიცაა ტუჩები, ენა, პირის ღრუს იატაკი, მყარი სასა და ლოყის ლორწოვანი გარსი, თავისა და კისრის სხვა სიმსივნეებთან შედარებით უფრო რისკოვანია.
ამ პაციენტების მკურნალობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაავადების სტადიისთვის შესაბამისი მკურნალობის დადგენა და მკურნალობის დაგეგმვისას ფრთხილად გუნდური მუშაობით პაციენტისთვის ყველაზე შესაფერისი მიდგომის პოვნაა. ჩვენი საავადმყოფოს ფარაბის საბჭო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პაციენტების მკურნალობის შესახებ, რაც საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ერთ-ერთი მოთხოვნაა.
ონკოლოგიურმა საბჭომ, სამედიცინო ონკოლოგიის, პათოლოგიის, რადიოლოგიისა და რადიაციული ონკოლოგიის ინსტრუქტორების მონაწილეობით შეიკრიბა და მიიღეს გადაწყვეტილება ამ პაციენტის მკურნალობის მეთოდზე.
“მინდა აღვნიშნო, რომ; პირის ღრუში შეუხორცებელი ჭრილობების დროს უნდა გაიაროთ კონსულტაცია ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან და აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდეს ბიოფსია. თუ ის ადრეულ სტადიაზეა დაფიქსირდა, პაციენტის დაავადებისგან გადარჩენის ალბათობა აღწევს 80%-ს. რაც შეეხება მაჰმუთ ბურჰანს, ჩვენი პაციენტის ქირურგიული მკურნალობა მაქსიმალურად სათანადოდ დასრულდა. ექიმებმა დეტალურად განიხილეს მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები და მკურნალობა გაგრძელდა მაღალი შედეგით“.
მაჰმუთ ბურჰანმა, რომელიც გამოწერის ეტაპზე მოვიდა და ჯანმრთელობა აღიდგინა, ამბობს: “ადრე დიდად არ მივაქციე ყურადგება ჩემს დაავადებას, მაგრამ მას შემდეგ რაც ჭრილობა ტუჩებთან გადმოვიდა და წონაში საგრძნობლად დაკლება დავიწყე განსაკუთრებით მაისის შემდეგ მივმართე ექიმს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პერსონალს, ვინც საავადმყოფოში მიმართვის დღიდან ზრუნავს ჩემზე. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ექიმებს, ქალბატონ ჯერენს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ოპერაციაში და ასოც. პროფ. ექ. ბენგუ ჩობანოღლუს, მადლობა მათ რომ დღეს ჯანმრთელი ვარ. ახლა კარგად ვარ და საბედნიეროდ ჭამაც დავიწყე“. განაცხადა მაჰმუთ ბურჰანმა.