ქუვეითელი პაციენტი ტრაპიზონში დასვენების პერიოდში ფარაბის ტექნიკური უნივერსიტეტის საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა.
ქუვეითიდან დასვენების მიზნით ტრაპზონში ჩამოსული 47 წლის გაზი ფ.ჰუსაინმა 20 წლის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ აღმოჩენილი ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად ფარაბის უნივერსიტეტის საავადმყოფოს მიმართა, წლების შემდეგ გაზი ფ. ჰუსაინმა, რომელმაც წარსულში საგზაო შემთხვევის შედეგად ცხვირის არეში მიიღო ტრამვები მრავალი წელი უჭირდა სუნთქვა, ასოც. პროფესორის სელჩუკ არსლანის მხრიდან ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები. კვლევების შედეგად დადგინდა რომ პაციენტს სასუნთქი გზების პრობლემებისა და ცხვირის დეფორმაცია აღენიშნებოდა. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტმა გადაწყვიტა ოპერაცია გაეკეთებინა ფარაბის საავადმყოფოში. სამკურნალო პროცესი ოპერაცია, რომელიც პაციენტის თანხმობით ჩატარდა, დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. ოპერაციის შემდეგ გაზი ფ. ჰუსაინის როგორც სუნთქვის პრობლემა, ასევე ცხვირის დეფორმაცია გამოუსწორდა. პაციენტმა, გაიარა გამოკვლევების ყველა ეტაპი და გაწერიდან პირველ კვირაში და მეორე კვირაში, შემდეგ კი 3 თვის შემდეგ დანიშნა დაკვირვება მშობლიურ ქალაქში დაბრუნებამდე.
ტრაპიზონის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარაბის კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა ყველაზე თანამედროვე ტექნიკით არის შესაძლებელი, ამის შესახებ ფარაბის საავადმყოფოს, ასოც.პროფესორი სელჩუკ არსლანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფარაბის კლინიკას აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ყურ-ცხვირის და ყელის ქირურგიული ტექნიკა თავის პაციენტებზე. პროფესორი აღნიშნავს: „ჩვენს საავადმყოფოში შეგვიძლია გამოვიყენოთ ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიაში მსოფლიოში გამოყენებული ყველა თანამედროვე ტექნიკა, ტრაპიზონში დასასვენებლად ჩამოსულ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია ჩვენთან ამავე ტექნოლოგიებით მეორე დღესვე გაიწერა სახლში. ჩვენთან მკურნალობის ეტაპს გადიან პაციენტები ჩვენი მიმდებარე ტერიტორიებიდან, მეზობელი ქვეყნებიდან და რეგიონებიდან. ჩვენ დიდ შრომას ვდებთ მათი ჯანმრთელობისთვის და ვზრუნავთ მათზე.
გაზი ფ. ჰუსაინის ისტორია განსაკუთრებული მაგალითია საავადმყოფოსთვის, ოპერაციის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რაც საავადმყოფოს გუნდის წარმატებაზე მეტყველებს. პაციენტი დაბრუნდა თავის ქვეყანაში, შედეგით კმაყოფილი ღაზი ფ. ჰუსაინმა განაცხადა, რომ ბედნიერი იყო ტრაპიზონში დასვენებასთნ ერთად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებითაც. პაციენტის თქმით, მას აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება და ცხვირის დეფორმაცია, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა, პაციენტმა თქვა, რომ ოპერაციის შედეგად ამ პრობლემებისგან თავის დაღწევა მისთვის დიდი შვებაა. მან მადლობა გადაუხადა ექიმს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მისი გამოჯანმრთელების პროცესში.
ქუვეითიდან დასასვენებლად ჩამოსული გაზი ფ. ჰუსაინის სადღესასწაულო თავგადასავალი ტრაპიზონში, ტრაპიზონის ფარბის საავამდყოფოში პროფესიონალი სამედიცინო გუნდის წყალობით გაჯანმრთელდა. თანამედროვე ტექნიკით ჩატარებული ოპერაციის შედეგად პაციენტის რესპირატორული და ესთეტიკური პრობლემები მოგვარდა. ამ წარმატებული მკურნალობის ისტორიამ კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენი საავადმყოფოს გუნდის გამოცდილება და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა.